,,ვოვას კასპელი მამინაცვალი ზამთარში გარეთ ფეხშიშველა აგდებდა” – პუტინის ბავშვობის ტრავმები, მითი თუ სინამდვილე

0
1438
30 Views

,,ქა, ქათმებს გვიხოცავდა თავისი გაკეთებული ლაგატკით… ჭიდაობა უყვარდა და წაგებას ვერ ეგუებოდა’, – საუბრობენ ფილმში ,,დედა”, რომელიც კასპში გატარებულ პუტინის ბავშვობაზექ. ამის შესახებ მასმედიაში პირველად ,,კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა, მარინა ბაბუნაშვილმა დაწერა, რომელიც ფილმის პრემიერას და მოხუც ვერასთან შეხვედრას ასე იხსენებს:
-მეზობლებმა ფილმში ისიც გაიხსენეს, რომ ხშირად უნახავთ ზამთრის ცივ და თოვლიან დღეებში გარეთ გამოგდებული ფეხშიშველა ვოვა, შესცოდებიათ და თავის სახლში ,,ფეჩის” წინ დაუსვამთ…
თურმე არ ჰყვარებია ვერას ქმარს, გიორგი ოსეფაშვილს გერი, როგორც მითხრა ვერამ, თვეები ისე გავიდოდა, ზედ არ შეხედავდაო. ვერას შვილმა, ლუბამ კი დაამატა, ორი ყბით იცოდა ვოვამ ჭამა და მამას ეს აღიზიანებდა, ამიტომაც ჩემი ძმა აღარ ჯდებოდა საჭმელად, როცა მამა სახლში იყოო. ბავშვობაში მეც ორივე ყბით ვღეჭავდი და ამაზე სულ გიჟდებოდა მამა, რაღა ,,იმას” დაემსგავსეო (სახელითაც კი არ მოიხსენებდა გერს).
თურმე გიორგი ოსეფაშვილს სიკვდილის წინ პატარა ვოვა ელანდებოდა და ცოლს და ქალიშვილებს სთხოვდა: ის ბიჭი კუთხეში რომ დგას, უთხარით, მოვიდეს და პური ჭამოსო.

ვერა პუტინამ ავყია ქმარს მოაცილა გერი, ჩაუყვანა მშობლებს პერმის ოლქში, მამამ კი (ანუ ბაბუამ) არც ჰკითხა შვილს, ისე მიაბარა სამხედრო სასწავლებელში 10 წლის შვილიშვილი, რომელმაც ერთი ღერი რუსული არ იცოდა… ამ ინტერნატში ძირითადად, უპატრონო ბავშვებს იღებდნენ და ზრდიდნენ მომავალ ,,კე-გე-ბეშნიკებად”. ვერამ ვეღარ იპოვა სასწავლებლად ,,გაბარებული” შვილი, ხელი ჩაიქნია და მიჰყვა ცხოვრების დინებას. მერე ხშირად ესიზმრებოდა მიტოვებული ვოვა, რომელიც ნაწყენი უმზერდა და ხმას არ სცემდა.
პ.ს. ვოვას ბავშვობის ფოტო ერთ-ერთ მეზობელს აღმოაჩნდა ვალოდიას ხელნაწერით: სახსოვრად ნათელას ვოვასგან. ოჯახს კი პუტინის ყველა ფოტო ჩეჩნეთის უშიშროებამ ,,გაუქრო”.

კვირის პალიტრა, მარინა ბაბუნაშვილი

Cesko