,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე ბოლო დღეებში სენსაციურ მასალებს აქვეყნებს ე.წ. ქოლ ცენტრებზე და ამბობს, რომ კვალი ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან მიდის.
,,არ ჩავერევი პარტიულ საქმეებში-თქო, მაგრამ არ მასვენებს გამჩენი. უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული მასალები ცხადყოფს, რომ ევროპოლის გამოძიების კვალი ქოლცენტრების საქმეზე დავით კეზერაშვილამდე მიდის. დასახელებულია პეტრე ცისკარიშვილიც, როგორც მისი ბიზნესპარტნიორი. ამოცანა გვეკითხება – ვისი რეკომენდაციით დაინიშნა ცისკარიშვილი ენმ-ს გენერალურ მდივნად, კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმიტრი ჩიქოვანი საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების მდივნად?!
რატომ დაემთხვა ეს პროცესი მიშას პატიმრობას და ამის მერე ვინმეს გიკვირთ ევროპელების უხერხული დუმილი და ენმ-ის პასიურობა ?
p.s. სუს-ის ნარატივების ხსენებით ვერ დამაკომპლექსებთ. მიშას გათავისუფლების კომიტეტი რატომ არ დაფინანსდა, ეს უფრო საინტერესოა”.