,,თელმიკო” აღიარებს, რომ მოსახლეობამ ზედმეტი გადაიხდა – ,,ვწუხვართ”

0
698
26 Views

„თელმიკოს“ ავრცელებს განცხადებას, სადაც აღიარებს, რომ ქვითრებში ცდომილებები იყო.

„ამჟამად შპს „თელმიკოში“ სემეკ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომისიების მხრიდან მიმდინარეობს შემოწმებები, რაც გამოწვეულია ქალაქ თბილისის მცხოვრებთა საჩივრებით ელექტროენერგიის ქვითრებზე ასახული გაზრდილი თანხების გამო.

კომპანია მაქსიმალურ დახმარებას უწევს შემოწმების ფარგლებში და წარადგენს ყველა აუცილებელ ინფორმაციას. ინფორმაცია შედეგების შესახებ გამოქვეყნდება დამატებით შემოწმებების დასრულების შემდეგ.

შპს „თელმიკო“ მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა თითოეულ აბონენტს განუმარტოს დარიცხვები. ქოლ-ცენტრი (ნომრები 23 5000 777 და 16700 ) მუშაობს 24 საათი დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო კლიენტთა მომსახურების ცენტრები – კვირაში 6 დღე.

ელექტროენერგიის თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ასევე მიმართოს კომპანიას ელექტრონულ ფოსტაზე info@telmico.ge, ჩვენი საიტიდან telmico.ge, Whatsapp +995 591 926578 და Facebook https://www.facebook.com telmicoLTD

იანვრის თვეში რიგ შემთხვევებში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა და ეს რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ეს არის:

ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ წესზე გადასვლა 2022 წლიდან და ამასთან დაკავშირებით მეორე ქვითრის გაგზავნა დეკემბრის მოხმარების ნაშთზე;

ცვლილებები სახელმწიფო სუბსიდიების სისტემაში თბილისში, 2022 წლის იანვრიდან; საშუალო თვიური მოხმარებიდან გამომდინარე, დეპოზიტების აქტუალიზაცია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ადრე რეგულარულად არღვევდნენ გადახდის ვადას; იანვრის თვის ქვითარში წინა პერიოდების დავალიანების ასახვა.

შპს „თელმიკო“ მომხმარებელთა თითოეულ მომართვაზე ინდივიდუალურად მუშაობს. სს „თელასთან“ ერთად ხდება ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის რეგულარული შემოწმება და ანალიზი, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეძლევათ გადახდის გადავადების შესაძლებლობა, ხდება მხარდაჭერის სხვა ზომების მიღებაც.

გულწრფელად ვწუხვართ, რომ მომხდარმა ცვლილებებმა უხერხულობა გამოიწვია და მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოუჩინოთ თითოეულ მომხმარებელს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Cesko