ახალშობილის განზრახ მკვლელობის საქმე – რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფოთის რაიონული სასამართლო, აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა ამ წუთებში იწყება.
დედა, რომელმაც ჩვილი ჯერ გაგუდა და შემდეგ საკანალიზაციო მილში ჩააგდო, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ადვოკატის თქმით, ბრალდებული დიანა კაზმაფეროვა ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს. ამასთან, დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
“განზრახვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და რომ არ დავაზიანო, ყველა მოქმედებები არაა შესრულებული, ექპსეტიზის დასკვნა არ დევს საქმეში და ვერ მოგახსენებთ განზრახვასთან დაკავშირებით ინფორმაციას. მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ოჯახური მდგომარეობაც მძიმეა, მოთხოვნა გვექნება გირაოთი იქნას გათავისუფლებული ეს პიროვნება”, – ამბობს ქალის ადვოკატი.
თავის მხრივ ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვს.