,,არ გიტყდებათ?! სულ დაკარგეთ კაცობა?! ათენში 70 წლამდე ქალი ვნახე, ძლივს მიდიოდა და ამანათი მიჰქონდა მანდ გამოსაგზავნად…” – ემიგრანტის მწვავე წერილი ემიგრანტების ოჯახებს

0
1433
31 Views
ათენში მცხოვრები მაია ბაჩანაშვილი მძიმე პოსტს აქვეყნებს ქართველ ემიგრანტებზე.
,,დღეს ათენის ცენტრში მომიწია გასვლა. იქ, სადაც ქართველი ემიგრანტების უმეტესობა იყრის თავს. შენობიდან, საიდანაც ქუჩაში მიმავალ-მომავალი ხალხი ჩანს ვადევნებდი ქართველ ქალბატონებს თვალს. ქალბატონები, რომლებიც ამანათით ხელში მიეშურებოდნენ ქართული ოფისისკენ საქართველოში გასაგზავნად. მათი უმეტესობა 60 წელს აღემატებოდა.
ერთი ქალბატონი დამამახსოვრდა, რომელსაც დიდი ამანათი მიჰქონდა ხელით და მძლივს მიდიოდა. სიმძიმისგან და არა მხოლოდ სიარული უჭირდა. ის ხომ ვიღაცის მომვლელად მუშაობს აქ. არადა ეს ქალბატონი აქეთ მოსავლელია.
რატომ ვაკეთებ ამხელა შესავალს? იმ ხალხს ვეკითხები საქართველოში, ვისაც ამხელა წლოვანების დედები და ბებიები ჰყავთ საზღვარგარეთ.
დავიჯერო არ გიტყვდებათ ამ ადამიანებისგან გამოგზავნილი ფულის ხარჯვა?
დავიჯერო არ გიტყდებათ მათი სიმწრით ნაშრომი ფულით გამოგზავნილი ამანათების მიღება და მოხმარება? როგორ დავიჯერო ის, რომ ასე გაიწყვიტეთ ნამუსი, დაკარგეთ კაცობა და ადამიანობა, რომ 70 წელს მიღწეული დედისკენ ან ბებიისკენ გაქვთ ხელი გაშვერილი ურცხვად. რას დაემსგავსეთ, რას ჰგავხართ!
გული დამეწვა ამ ქალბატონების ყურებით.
მე ხომ ვიცი რამხელა ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე კვებავენ სახედაკარგულ, გამათხოვრებულ, გაზულუქებული ოჯახის წევრებს.
გრცხვენოდეთ! დააბრუნეთ ეს ადამიანები საკუთარ სამშობლოში და საკუთარ სახლებში. დამიჯერეთ, დადგება დღე, სარკეში ჩახედვისაც კი შეგრცხებათ!
თქვენ კი, ქართველ ემიგრანტ დედებს და ბებიებს, პირველ რიგში,  ჯამრთელობას, გამძლეობას და სულის სიმტკიცეს გისურვებთ!”, – წერს მაია ბაჩანაშვილი.
Cesko