რე­გი­ონ­ში მი­წისძვრე­ბი ისევ გაგ­რძელ­დე­ბა!-სე­ის­მო­ლოგის საგანგაშო გაფრთხილება

0
1139
25 Views

გახ­შირ­და თუ არა რე­ა­ლუ­რად მი­წისძვრე­ბი ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე და აქვს თუ არა სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ვე­ლი ეპი­ცენ­ტრის სი­ახ­ლო­ვეს მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას? ილი­ა­უ­ნის პრო­ფე­სორი, სე­ის­მო­ლოგი ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვილი კონკრეტულ დეტალებზე საუბრობს:

“ბოლო წლებ­ში, რაც სე­ის­მუ­რი ცენ­ტრე­ბი გან­ვი­თარ­და, ბევ­რს რჩე­ბა შთა­ბე­ჭი­დი­ლე­ბა, თით­ქოს მი­წისძვრე­ბი გახ­შირ­და. ად­რეც ხდე­ბო­და ასე­თი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ცოტა მეტი სიხ­ში­რი­თაც, მაგ­რამ მა­შინ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ასე­თი მას­შტა­ბი არ იყო. ახლა სე­ის­მურ ცენ­ტრებს არ­ცერ­თი, თუნ­დაც, და­ბა­ლი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა არ გა­მორ­ჩე­ბათ და მოხ­დე­ბა თუ არა, ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში იდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, შემ­დეგ ეს მე­დი­ით ვრცელ­დე­ბა და იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს მი­წისძვრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ იმა­ტა. ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნი, ზო­გა­დად, ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი სე­ის­მუ­რი ზო­ნაა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ კავ­კა­სი­ა­ში, რაც მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­კრე­ტუ­ლი ტექ­ტო­ნი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ბოლო კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნის აქ­ტი­უ­რი სე­ის­მუ­რო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ტექ­ტო­ნი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბით. კერ­ძოდ, არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ფილა ეჯა­ხე­ბა ევ­რა­ზი­ის ფი­ლას, ჩვენ კი ამ კონ­ტი­ნენ­ტუ­რი შე­ჯა­ხე­ბის ზოლ­ში ვართ მოქ­ცე­უ­ლი. ამ პრო­ცე­სებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ამ რე­გი­ო­ნის­თვის, ძი­რი­თა­დად, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სა­შუ­ა­ლო სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრე­ბი, რომ­ლე­ბიც პე­რი­ო­დუ­ლად ხშირ­დე­ბა ხოლ­მე და შემ­დეგ ისევ იკ­ლებს. წე­სით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ეს დი­ნა­მი­კა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბას არ უნდა ვე­ლო­დოთ“, – განუცხადა “ამბებს” ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლმა.

რამ­დე­ნად სა­ში­შია ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე მომ­ხდა­რი მი­წისძვრე­ბის ბოლო პე­რი­ო­დის დი­ნა­მი­კა ეპი­ცენ­ტრის სი­ახ­ლო­ვეს მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის? – ამ კი­თხვა­ზე სე­ის­მო­ლოგს ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი აქვს – “მშვი­დად შე­უძ­ლია იყ­ვნენ ისი­ნი, ვინც კარ­გად აშე­ნე­ბულ შე­ნო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ”. ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის პროგ­ნო­ზით, რე­გი­ონ­ში მი­წისძვრე­ბი ისევ გაგ­რძელ­დე­ბა.

“2002 წელს თბი­ლი­სის მი­წისძვრა 4.5-5 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის იყო და ყვე­ლას ახ­სოვს, რაც გა­მო­იწ­ვია. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­სახ­ლე­ო­ბამ იცო­დეს, რო­გორ მო­იქ­ცეს სა­შუ­ა­ლო ან ძლი­ე­რი მი­წისძვრის დროს. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იზ­რუ­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე ამ თვალ­საზ­რი­სით. ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია უნდა ჰქონ­დეთ ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­საც”, – აღნიშნა ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლმა.

წყარო: ambebi.ge

Cesko