რა მოხდა ამერიკულ წყალქვეშა ნავსა და რუსულ სამხედრო ფრეგატს შორის..?!

0
782
57 Views

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 12 თებერვალს კურილის კუნძულების რაიონში შენიშნეს აშშ-ს საზღვაო ძალების ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი. აშშ ბრალდებას უარყოფს. კურილის კუნძულებთან ამჟამად რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.

სამინისტროს თანახმად, წყალქვეშა ნავის ეკიპაჟს აცნობეს, რომ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში იყვნენ და ზედაპირზე ასვა მოსთხოვეს, რასაც აშშ-ს წყალქვეშა ნავის ეკიპაჟმა ყურადღება არ მიაქცია. შედეგად რუსულმა ფრეგატმა “შესაბამისი ზომები” მიიღო. თავდაცვის სამინისტროს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა ზომები მიიღო რუსულმა მხარემ. უწყების ცნობით, გამოიყენა იმიტატორი, რომელიც რადიოლაკტორებზე სამიზნის გაორებას იწვევს და რუსეთის ტერიტორიული წყლები მაქსიმალური სიჩქარით დატოვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვის საკითხებში აშშ-ს საელჩოს ატაშე დაიბარა და ოფიციალური ნოტა გადასცა. სამინისტროს განცხადებით, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და საფრთხე შეუქმნა რუსეთის ფედერაციის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ამერიკული მხარე რუსეთის ბრალდებას უარყოფს.

“რუსეთის განცხადება მის ტერიტორიულ წყლებში ჩვენი ოპერაციის შესახებ სიმართლეს არ არის. არ ვისაუბრებ ჩვენი წყალქვეშა ნავების ზუსტ მდებარეობაზე, მაგრამ ჩვენ უსაფრთხოდ ვმოქმედებთ საერთაშორისო წყლებში.” – თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა კაპიტანმა კაილ რაისმა.

აშშ-ს მხრიდან სხვა ქვეყნების სამხედრო წვერთნებზე დაკვირვება მათი ტერიტორიული წყლების დარღვევის გარეშე ჩვეული პრაქტიკაა.

Cesko