24 Views
ხინკლის ჭამის პირველი ჩემპიონატი მოსკოვში.
ხინკლის ქსელი რუსეთის დედაქალაქში ხინკლის ჭამის ოფიციალური რეკორდის დაფიქსირებას გეგმავს.
“ხინკლის ჭექა-ქუხილის” ტიტულისთვის 130 მონაწილე იბრძოლებს. შესარჩევი ეტაპი 15 თებერვლიდან 6 მარტამდე გაიმართება, საიდანაც ფინალისთვის 10 მონაწილე შეირჩევა. წესები მარტივია: ერთ წუთში უნდა მიირთვათ რაც შეიძლება მეტი „ქართული პელმენი“. ყოველი საკონკურსო დღის გამარჯვებულები კი 13 მარტს ფინალში შეხვდებიან, სადაც იგივე მოუწევთ, მაგრამ უკვე 2 წუთში.
პრიზები სოლიდურია. გამარჯვებული 500 ათას რუბლს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული iPhone 13 Pro Max-ით დაჯილდოვდება, მესამე ადგილის მფლობელს კი ხინკლის ქსელში 50 ათასი რუბლის დეპოზიტი გადაეცემა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.