„ის ქალი ვარ, ეჭვიანობის დროს ქმრის ტელეფონის გაჩხრეკას რომ არ ითაკილებს“ – მელაძის ყოფილი ცოლი ქმრის ღალატზე ალაპარაკდა

0
827
43 Views

კომპიზიტორისა და პროდიუსერის კონსტანტინე მელაძის ქორწინებას მომღერალ ვერა ბრეჟნევასთან დღეს იდეალურს უწოდებენ. ცნობილია, რომ წყვილის სამსახურებრივი რომანი 10 წლის განმავლობაში ჩუმად გრძელდებოდა. იმ დროს, როცა ორივეს ჰყავდა მეუღლე და ოჯახი. ყოფილი მეუღლე 18 წლის ასაკში გაიცნო 30 წლის კონსტანტინემ და მალე ცოლად მოიყვანა. წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს, ორი უფროსი ქალიშვილი და ვაჟი ვალერი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი აქვს.

მალვა თავიდან კარგად გამოსდიოდათ, რადგან მელაძის ყოფილი მეუღლე ინა სუმი ვერაფერს ხვდებოდა. მოგვიანებით, როცა საზოგადოებისთვის ბევრი რამ ცხადი გახდა, იანა მაინც ვერ იჯერებდა. ბოლოს კი თავად დაურეკა მეტოქეს და პირადად ჰკითხა, რა ხდებოდა სინამდვილეში.

„ჩვენს უმცროს შვილზე, ვალერიზე ვიყავი ფეხმძიმედ. ქმართან ურთიერთობაში კრიზისი აშკარა იყო. ვიფიქრე, რომ ეს დროებითი გატაცება იყო, სისუსტე. თუმცა ჩემს ზურგს უკან რომ მეორე ცხოვრება ჰქონდა გაჩაღებული, ეს ძალიან გვიან გავიგე. ის ქალი ვარ, ეჭვიანობის დროს ქმრის ტელეფონის გაჩხრეკას რომ არ ითაკილებს. ჰოდა ერთხელაც ავკრიფე მისი ნომერი და ბრეჟნევას პირდაპირ ვუთხარი: ”თქვენთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. რომ გირეკავთ, ესეც დამამცირებელია ჩემთვის, მაგრამ წავედი ამ ნაბიჯზე რადგან მაინტერესებს, რა ხდება ჩემს ოჯახში”. პაუხად ტყუილი მივიღე. მითხრა, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს, მამა-შვილური, სხვა არაფერი”, – იხსენებს მელაძის ყოფილი მეუღლე.

მელაძე-ბრეჟნევას რომანი 2015 წელს გამჟღავნდა, როცა წყვილი ჩუმად იტალიაში გაიპარა და საიდუმლოდ დაქორწინდა. თაფლობის თვეც იქ გაატარეს და პატარა ვილაც შეიძინეს. ისინი პაპარაცებმა გამოიჭირეს.
თუმცა იანასთვის ქმრის გეგმები ამ დროს უკვე ცნობილი იყო. ვერა მას თავის ფეხით მიადგა სახლში.

„ჩემთან მოვიდა, რათა იატაკქვეშა ურთიერთობა ორივეს მობეზრდა. ერთადერთი კითხვა მქონდა: „ხომ დაგირეკე მაშინ… დათვალე, რამდენი წელი მომპარეთ, თითქმის 10“. თვალებგაფართოებულმა გამცა პასუხი: „ჩავთვალე, რომ მაშინ ასე სჯობდა ყველასთვის“. ამაზე კომენტარიც ზედმეტია. მიხვდი, რომ მათზე ჩემი დროის, ჩემი ფიქრების მინიმუმიც არ უნდა დამეხარჯა.

ჩვენი ოჯახი საქმემ, კარიერამ, სამსახურმა დაანგრია. კოსტია მუდმივად საქმეებზე იყო გადართული, წავიდოდა ორი კვირით გასტროლებზე და ნახევარი წლის შემდეგ ბრუნდებოდა. ამიტომ ვფიქრობ, ის და ბრეჟნევა შესაფერისი წყვილია. ერთი საქმე აერთიანებთ და ერთმანეთი მუდამ გვერდით ჰყავთ“.

იანამ უკვე 5 წელია, რაც მეორე ოჯახი შექმნა და როგორც თავად ამბობს, მის მეუღლეს შვილებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

„ოლეგს გოგონებთან ერთად სახლში დავუტოვებივარ და მთელი ღამით თვითონ ადგა თავს საავადმყოფოში მწოლიარე ვალერის. სრულიად მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცი, ჩემი მეუღლე ყოველთვის იზრუნებს ჩემს შვილებზე, განსაკურებით – ვალერიზე” – აცხადებს მელაძის ყოფილი ცოლი.

Cesko