„ავტობუსი ისე შემასკდა, ჰაერში 8 მეტრი ამაფრინა, სისხლში ვიყავი ამოთხვრილი“ – ერეკლე გეწაძის შოკისმომგვრელი ისტორია

0
553
41 Views

მსახიობისა და მუსიკოსის, ერეკლე გეწაძის, ცხოვრებაში იყო მომენტები, როცა სიკვდილს თვალებში ჩახედა. ამის შემდეგ ბევრი რამ გადააფასა, ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედა, სიცოცხლე მეტად დააფასა.

„მე და ჩემი მეგობრები კვარიათში დასასვენებლად წავედით. წყლის კატერით, რომელზეც პარაშუტს აბამენ და ჰაერში მიფრინავენ, გართობა მოვინდომეთ. პარაშუტი შემაბეს და ავფრინდი. ქვემოდან ხალხი ხელს მიქნევდა, პანიკა იყო. აღმოჩნდა, რომ თოკი აღარ იყო და ხმელეთისაკენ უთოკო პარაშუტით დიდი სიჩქარით ვეშვებოდი. ხმელეთზე დაცემას გადავრჩი, მაგრამ მაღალი ალვის ხის ტოტებში გავეჩხირე.

ხის ტოტებში გაჩხერილი, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი, სახეზე საშინლად დავშავდი. ტოტების მტვრევა დავიწყე, პარაშუტი გავხიე და ძირს დავეცი, კეფა დავარტყი და გავითიშე. ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა. სხვათა შორის, პარაშუტის გახევისთვის ფული გადამახდევინეს. ტვინის ძლიერი შერყევა მივიღე. დაახლოებით 18 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვვარდი. ხელის, ფეხის მოტეხილობა მქონდა, მთელი სახე დაგლეჯილი იყო… საავადმყოფოში ერთი თვე ვიწექი. ერთი თვის შემდეგაც ვერაფერს ვაკეთებდი, ვერც ტელევიზორს ვუყურებდი, ვერც ვკითხულობდი, ყველაფერი აკრძალული მქონდა. საშინელი დეპრესია დამეწყო…

ჭავჭავაძის გამზირზე გადავდიოდი და ავტობუსი შემასკდა ისე ძლიერად, რომ ჰაერში 8 მეტრი ამაფრინა. ძირს რომ დავეცი, მერე გავითიშე. რაღაც მომენტში გონზე მოვედი. ძირს ვეგდე და გარშემო უამრავი ადამიანი მეხვია, თავიდან ფეხებამდე სისხლში ვიყავი ამოთხვრილი. ირგვლივ პანიკა იყო.“

წყარო: ჟურნალი „სარკე“

Cesko