“გაყიდე და შეგერგებაო” – ხუხაშვილი

0
502
26 Views

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუასთვის თბილისში, სოფელ თხინვალაში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“რობერტ სტურუა წარსული შემოქმედებით ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს მის ყოფაზე და თუ რაიმე მატერიალური პრობლემა შეექმნა ჯანმრთელობის, ან თუნდაც ვალდებულებებთან დაკავშირებით, დაეხმაროს მის გადაწყვეტაში.
თუმცა ეს უნდა მოხდეს პირდაპირი, გამჭვირვალე წესით და ფინანსური სახით.

როცა ადამიანს თუნდაც დახმარება ჭირდება და შენ მას რაიმე ქონებას აძლევ – “გაყიდე და შეგერგებაო”, ამით ყველაფერს აუფასურებ. საკუთარ თავსაც წვრილმან ჩარჩად წარმოადგენ და იმასაც ამცირებ…. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს ღირსებაზე რაიმე წარმოდგენა აქვთ…”, – წერს ხუხაშვილი.

Cesko