35 Views
მომღერალი გიორგი უშიკიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უშიკიშვილი წერს, სვანური სიმღერების შესანიშნავი მცოდნე, ენვერი ქალდანი გარდაიცვალა.
„სამწუხარო ამბავი შემატყობინეს სვანეთიდან. გარდაიცვალა ძალიან დიდი ქართველი, სვანური სიმღერის შესანიშნავი მცოდნე და შემსრულებელი ენვერ ქალდანი. ძალიან მიყვარს სვანეთი. ხალხი, ფოლკლორი, ეთნოგრაფია და ა.შ.
ჩემი ეს დიდი სიყვარული ადამიანების დამსახურებაა და ერთ-ერთი პირველი ენვერ ქალდანი იყო. გულდაწყვეტილი ვარ მისი გარდაცვალებით. მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ ენვერს დიდი ეროვნული საქმისთვის. სიცოცხლის ბოლო წუთამდე რომ უანგაროდ ემსახურებოდა ჩვენს სამშობლოს“,- წერს უშიკიშვილი.