რის ჭამას უნდა მოერიდოთ „ომიკრონის“ დროს და რამდენ ხანში დაგიბრუნდებათ გემოს შეგრძნება?

0
1901
54 Views

კორონავირუსმა ბოლო 2 წელია, ადამიანების ცხოვრების სტილი შეცვალა.

ჯანმო განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ყველას მოუწოდებს, რომ ჯანსაღი კვების წესები დაიცვან.

რადგან აუცილებელია, რომ იმუნური სისტემა მუშაობდეს ბევრად უფრო აქტიურად და შესაბამისად, ორგანიზმის თავდაცვის უნარი ბევრად უფრო კარგი იყოს. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ადამიანისთვის, კოვიდინფიცირებული იქნება თუ არა, ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია.

როგორ უნდა იკვებოს „ომიკრონით” ინფიცირებული, ამის გასარკვევად „ფორტუნა” ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა.

არსებობს წესები, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ თუ კოვიდით დავინფიცირდით – ამბობს ლაშა უჩავა და გვიზიარებს მთავარ რეკომენდაციებს:

აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება რომელიც მდიდარია მიკრო-მაკრო ელემენტებითა და ვიტამინებით და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.

ესაა პროდუქტები, რომელიც მდიდარია D ვიტამინით და თუთიით. ორივე მათგანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის. ხშირ შემთხვევაში კოვიდინფიცირებულებს ამ ორ ვიტამინს როგორც დანამატს ისე აძლევენ, პროტოკოლის მიხედვით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ კვირაში 4 დღე მივიღოთ წითელი ხორცი.

2 დღის განმავლობაში გამოყენებული იყოს თევზი და ზღვის პროდუქტები

და 1 დღე შეგვიძლია ჩავრთოთ ფრინველის ხორცი.

ასევე აუცილებელია ხილი და ბოსტნეული, რომელიც სხვადასხვა მიკრო-მაკრო ელემენტებით მდიდარია.

აუცილებელია ცე ვიტამინით გაჯერებული ხილი, რომელიც ამ სეზონზე ჩვენი ბუნებისგან გვაქვს. კივი, ციტრუსი აუცილებელია იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ უფრო კარგად იმუშაოს.

„ომიკრონი” , ნაწლავური ინფექცია და კვება

„ომიკრონის” შემთხვევაში ხშირად ფიქსირდება დიარეა, რაც თავის მხრივ იწვევს ჩვენთვის სასარგებლო ელემენტების ორგანიზმიდან გამოდევნას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ დროს განსაკუთრებით დავიცვათ ჯანსაღი კვება და მივირთვათ სწორედ ის პროდუქტები, რომელიც ჩვენს ორგანიზმს აქტიურად შეავსებს საჭირო ვიტამინები.

უპირატესობა ენიჭება რძის პროდუქტებს და ბოსტნეულს, იმისათვის რომ კუჭ-ნაწლავის სტრუქტურა შენარჩუნდეს და შემდეგ უფრო სწრაფად მოხდეს საკვებიდან ჩვენთვის საჭირო ნივთიერებების მიღება.

ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაც უფრო მსუყე და ცხიმიან საკვებს მიიღებენ, იმუნური სისტემა გაძლიერდება, რაც არასწორია.

ჯანმო გვაფრთხილებს, რომ ნახშირწყლებით და ზედმეტი ცხიმებით ჩვენი ორგანიზმი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტვირთოთ. ისინი იწვევენ ნერვული უჯრედების გადაცემის შეფერხებას, რაც იმუნურ სისტემაზე ცუდად მოქმედებს.

ჯანმო მიგვითითებს, რომ

არ უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით ნახშირწყლები და სწრაფი კვების პროდუქტებით არ უნდა ვიკვებოთ.

და არ უნდა მივიღოთ პროდუქტები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს რაფინირებულ შაქარს, ანუ თეთრ შაქარს.

უნდა ვთქვათ თუ არა უარი ყავაზე?

როდესაც კოვიდინფიცირებული ვართ, ორგანიზმისთვის სასარგებლო არაა ყავის გამოყენება. ყავას ორგანიზმიდან ჩვენთვის საჭირო მინერალები გამოჰყავს, კონკრეტულად კი კალიუმი და მაგნიუმი, რაც აუცილებელია ჩონჩხის კუნთის გამართულ ფუნქციონირებაში და მათი არსებობა გულის კუნთისთვის აუცილებელია.

ყავის სრული აკრძალვა არ განიხილება, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით უნდა მივიღოთ. დღეში მაქსიმუმ ორი ფინჯანი.

არ უნდა დაგვავიწყდეს სითხის მიღება

ინფიცირებულმა ადამიანმა დღეში დაახლოებით 1.5 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს.

ჯანმოს მიერ მოწოდებულია სპეციალური ფორმულა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ორგანიზმის ინდივიდუალური დოზა განვსაზღვროთ.

ჩვენი წონა უნდა გავამრავლოთ 0,033-ზე და მიღებული ციფრი არის ის რაოდენობა, რომელიც დღის განმავლობაში ჩვენ უნდა მივიღოთ.

რამდენ ხანში დაუბრუნდებათ გემოს შეგრძნება „ომიკრონით” ინფიცირებულებს

გემოს გაუკუღმართება უპირველესად იყო „ალფა” და „დელტა” შტამების დროს, „ომიკრონის” შემთხვევაში ნაკლებად არის, თუ არ მიმდინარეობს ფაღარათით. თუ არის ფაღარათი და კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა გართულებები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს გემოს გაუკუღმართება.

„ალფა” და „დელტა” შტამის დროს გემოს გაუკუღმართება დაკავშირებული იყო ნერვული დაკავშირებული ნერვული სისტემის დაზიანებასთან, რომლის ხანგრძლივობაც რიგ შემთხვევაში 6 თვემდე გაგრძელდა.

„ომიკრონის” შემთხვევაში, 3-დან 7 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს გემოს გაუკუღმართება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზეც, როგორ მიმდინარეობს ვირუსი.

თუ არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები და რა საკვებ პროდუქტებს ვიღებთ, ან რამდენ ხანში ხდება ადამიანის გამოჯანმრთელება.

ვიცით, რომ „ომიკრონი” მსუბუქად მიმდინარეობს თითქოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ზოგჯერ მოჰყვება ხოლმე პოსტკოვიდური გართულება, რაც შესაძლებელია, 1-დან 3 თვემდე გაგრძელდეს, – ამბობს “ფორტუნასთან” ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.

Cesko