სააკაშვილი ივანიშვილს: ,,შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა უარესდება… ვერსად გაძვრები!”

0
575
28 Views

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თა:

-მინ­და, მივ­მარ­თო ივა­ნიშ­ვილს, ვერ და­ი­მა­ლე­ბი სხვა­დას­ხვა მოვ­ლე­ნე­ბის უკან, ყვე­ლამ იცის, რომ შენ მარ­თავ პრო­ცე­სებს. თუ ხე­დავთ, ახა­ლი შეკ­რე­ჭი­ლი ვარ, გუ­შინ­წინ გა­მო­ვი­ძა­ხე ცი­ხე­ში სტი­ლის­ტი. 5 კვი­რაა ნიუ იორ­კი­დან არის ჩა­მო­სუ­ლი ჩემი პი­რა­დი ექი­მი და არ უშ­ვე­ბენ ჩემ­თან. სტი­ლის­ტი შე­მო­უშ­ვეს ერთ დღე­ში. ისეთ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მაქვს ძლი­ე­რი სი­სუს­ტე, მაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰი­პერ­ტო­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ძლი­ე­რი ალერ­გია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სხვა პრო­ცე­სე­ბი, 5 კვი­რაა ჩემ­თან არ უშ­ვე­ბენ ექიმს.

შენ ძა­ლი­ან კარ­გად იცი, რომ ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე უარ­სე­დე­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და გო­ნე­ბის კარ­გვა, ეს ხდე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლო, შენი მი­თი­თე­ბით, ვერ­სად გაძ­ვრე­ბი, ოლი­გარ­ქო, ხალ­ხის წი­ნა­შე, ყვე­ლა შენ­კენ გა­მო­იშ­ვერს ხელს დ მინ­და გი­თხრა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა მოგ­წვდე­ბა. თუ არ იქ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს დამ­თავ­რდე­ბა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით, მაგ­რამ, მინ­და, შე­გახ­სე­ნო, რომ მე არ ვარ ვი­ღაც, სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მოგ­წვდე­ბა, ეს პრო­ცე­სე­ბი დაი­წყე­ბა და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემს წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, იქ­ნე­ბა გა­და­ცე­მუ­ლი ძებნში და თურ­ქეთ­შიც კი ვერ წახ­ვალთ და­სას­ვე­ნებ­ლად, მო­გიხ­დე­ბათ “პა­რაგ­რა­ფის” ჭა­ობ­ში ცურ­ვა.

Cesko