მჯერა, რომ შეეწევა პატრიარქის ლოცვა და ყველაფერი კარგად დასრულდება – ზაზა მეჭიაური

0
684
24 Views

მჯერა, რომ შეეწევა პატრიარქის ლოცვა და ყველაფერი კარგად დასრულდება,- ამის შესახებ თიანეთის ყოფილი მერის, თამაზ მეჭუარის ვაჟი ზაზა მეჭიაური სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა. დიდი მადლობა სამედიცინო პერსონალს ბატონი ლევან რატიანის ხელმძღვანელობით, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს და ბატონ ამირან გამყრელიძეს თანადგომისთვის. მჯერა, რომ შეეწევა პატრიარქის ლოცვა და ყველაფერი კარგად დასრულდება, “- წერს ზაზა მეჭიაური.

შეგახსენებთ, თამაზ მეჭიაური თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

Cesko