37 Views
ქუთაისში, ლუკა ფხაკაძე
ახალგაზრდა ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა და 21 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ გარდაცვლილია ლუკა ფხაკაძე, რომელიც ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობდა.
„ლუკა ფხაკაძე გარდაიცვალაო დაწერეს უკვე, სამწუხაროა ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება. უფალმა გაანათლოს მისი სული“ – წერენ სოციალურ ქსელში.
არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელიც ფეხით მოსიარულე ახალგაზრდას დაეჯახა, შემთხვევის ადგილზე არ შეჩერებულა და ადგილიდან მიიმალა.