„ანტივაქსერი სამღვდელოება! ანტივაქსერი ექიმები! მწვანე პასპორტის წინააღმდეგ ბიზნესი! სირცხვილიც აღარ ჰქვია ამას” – გიორგი კალატოზიშვილი ლამის მთელ ქვეყანას აუმხედრდა

0
535
48 Views

“ომიკრონის” სწრაფი გავრცელებისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულება.

თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც “მწვანე პასპორტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავ ისარგებლებენ ამ მექანიზმით.

საკითხზე მეორე დღეა გამოხმაურება არ წყდება. ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს პიარტექნოლოგი გიორგი კალატოზიშვილი.

“20000 შემთხვევა დღეში!

ჯამში 15000-მდე გარდაცვლილი!

მწვანე პასპორტი გააუქმეს!

აცრილია მხოლოდ მოსახლეობის 40%-მდე

გვყავს 800000 აუცრელი პენსიონერი!

აცრის ერთ-ერთი ყველა დაბალი მაჩვენებელი სტუდენტებში!

ვაქცინა ფუჭდება!

ანტივაქსერი სამღვდელოება!

ანტივაქსერი ექიმები!

მწვანე პასპორტის წინააღმდეგ გამოსული ბიზნესი!

აი, ასეთ ქვეყანაში ანტივაქსერების ტირაჟირება მიდის პირდაპირ ეთერში! ბრავო, კოლეგებო!

სირცხვილიც აღარ ჰქვია ამას – ამას ჰქვია მავნებლობა!”, – წერს გიორგი კალატოზიშვილი.

Cesko