სასმელში გადახდილი 4 000 ლარი, რომელიც ტურისტს არ შეუკვეთავს – თაღლითური სქემა ღამის კლუბებში

0
1125
54 Views

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ერთ-ერთ ბარში მისი ნების საწინააღმდეგოდ დიდი თანხა გადაახდევინეს. სამოგზაუროდ ჩამოსული კაცი „კურიერთან” იხსენებს, ვინ და როგორ აიძულა გადაეხადა თანხა იმ სასმელში, რომელიც თავად არ შეუკვეთავს.

არაბი ტურისტის მონაყოლით ირკვევა, რომ ინტერნეტით გაცნობილ გოგონებს ტურისტი კონკრეტულ ბარში მიჰყავთ, ძვირად ღირებული სასმლის მოთხოვნის შემდეგ ისინი კლუბიდან იპარებიან, ტურისტს კი საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოტანილი მთელი თანხის დატოვება მხოლოდ ერთ ბარში უწევს.

„კურიერის” რესპონდენტს კლუბში რამდენიმე საათით შესვლა საერთო ჯამში 5 300 ლარი დაუჯდა. მუჰამედი თანხის გადახდას არ აპირებდა, თუმცა, როგორც ამბობს, დაცვამ ბარის დატოვების საშუალება არ მისცა.

„კურიერი” იმ კლუბთან იმყოფებოდა, რომელსაც ტურისტი თაღლითობაში ადანაშაულებს, თუმცა ძველ თბილისში მდებარე უსახელო კლუბის კარი „რუსთავი 2-სთვის” დაკეტილი აღმოჩნდა.

საქართველოში ჩამოსული ტურისტი ქვეყნის დატოვებას რამდენიმე დღეში აპირებს. მისი ქართველი მეგობარი, რომელსაც მომხდარის შესახებ უამბო, გურამ შეროზიაა.

ბლოგერი და მოგზაური ეჭვობს, რომ არსებობს თაღლითური სქემა, რომელშიც რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს.

თბილისში რამდენიმე ბარია, რომელიც ტურისტების მოტყუებით არის ცნობილი. ერთ-ერთია “სკაი ბარი”, რომელიც რამდენჯერმეა შემჩნეული სტუმრებისთვის არარეალურად მაღალი თანხის იძულებით გადახდის საქმეში, მათ შორის, 2 კვირის წინ, როდესაც ბარის თანამშრომელმა ერთ ლუდში გერმანელ ტურისტს 950 ლარი გადაახდევინა. პოლიციამ კლუბი დალუქა, დამნაშავე კი დააკავა.

ამავე ბრალდებით, სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ კაფე “სკარპას” მფლობელი და მიმტანი აიყვანეს. საქმეში არის ეპიზოდი, როდესაც ნასვამ ჩინელ ტურისტს ანგარიშიდან 15 000 ლარი ჩამოაჭრეს.

Cesko