„ქუჩაში ფეხშიშველი დადიოდა“ – სად და რა ვითარებაში იპოვეს იტალიაში გაუჩინარებული ქართველი გოგონა

0
862
28 Views

იტალიაში, ნეაპოლში დაკარგული 24 წლის ქართველი ემიგრანტი სალომე ტეტუნაშვილი 4 დღის წინ გაუჩინარდა და ის პოლიციელის დახმარებით ემიგრანტმა მაკა ხაჩოშვილმა იპოვა. ამის შესახებ იტალიაშივე მყოფი, ექსკლუზივ ტვ-ის ჟურნალისტი ნინო მამუკაძე სოციალურ ქსელში live რეჟიმში მაკა ხაჩოშვილთან ერთად საუბრობს.

იტალიაში, მილანიდან დაუკავშირდნენ დაკარგული სალომე ტეტუნაშვილის ახლობელს მაკა ხაჩოშვილს და ექიმმა უთხრა, რომ ქართველი ემიგრანტი ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფებოდა.

შემდეგ, სოციალურ ქსელში მამაკაცი დაუკავშირდა და მან მიაწოდა ინფორმაცია, რომ სალომე ქუჩაში იმყოფებოდა და გოგონა ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში გახლდათ. მამაკაცი მუნიციპალური პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა და მაკა ხაჩოშვილს სალომე ტელეფონით დაალაპარაკა.

პოლიციელმა ადგილმდებარეობა მიუთითა და სალომეს ოჯახი იმ ადგილას მივიდა. აღმოჩნდა, რომ ის 2 დღე ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო, საიდანაც გამოიპარა, ის თვითმხილველმა ფეხშიშველი ნახა, პოლიციამ კი საავადმყოფოში დააბრუნა.

ახლობლებმა სალომე ტეტუნაშვილი კლინიკის ფანჯარაში ნახეს, პირადად მას ბოლო ინფორმაციით, არავინ შეხვედრია.

იტალიურ მედიას გაუჩნდა კითხვა – როგორ მოხვდა კლინიკაში, მერე როგორ აღმოჩნდა ქუჩაში და საერთოდ, რა მოხდა?! – ამიტომ, ნეაპოლში, ადგილობრივი ტელევიზია გადაცემას მოამზადებს.

“როცა ეს ამბავი გავიგე, მამიდას დავუკავშირდი, ძალიან გახარებული იყო. დედასთან კონტაქტზე ვერ გავედი და საოცრად გაუხარდა ყველას, უხარია მთელ ემიგრაციას, მისი ფოტოები გავავრცელეთ და ინფორმაციის გავრცელების ხარჯზე იპოვეს სალომეც.” – ამბობს მაკა ხაჩოშვილი.

Cesko