41 Views
საოპერო ვარსკვლავმა, თამარ ივერმა „პოსტ ტვ-ის“ ეთერში ოჯახური ისტორიები გაიხსენა და შვილებთან ერთად პირდაპირ ეთერში იავნანა შეასრულა.
„ოჯახია ქალისთვის, მამაკაცისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება, ციხესიმაგრე. ყველაზე დიდი პრემიერა ჩემს ცხოვრებაში იყო ამათი მოვლინება.
მაშინ, როდესაც ცოტა მძიმე პერიოდი მქონდა ცხოვრებაში, მაშინ მომევლინენ ეს ულამაზესი ანგელოზები, იმდენად გამახალისეს და იმდენად თავდაყირა დააყენეს ჩემი ცხოვრება, ის პრობლემები დამავიწყდა და შემდეგ ღმერთს მადლობას ვუხდიდი, ის პრობლემა, შეჩერება, პაუზა ჩემს კარიერაში ალბათ სპეციალურად გამომეგზავნა, რომ ბავშვებისთვის მეტი დრო დამეთმო“, – ამბობს თამარ ივერი.