27 Views
მომღერალი თემურ თათარაშვილი თბილისში,ისნის მეტროში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ის ძალადობას ემიჯნება და მომხდარ ფაქტს გმობს.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ასწიოს ხელი პოლიციელმა მოქალაქეზე, არ აქვს მნიშვნელობა არასრულწლოვანია თუ სრულწლოვანი, უბრალოდ ერთი რამე მაინტერესებს, ასე ღიად იღებს ვიღაცა ვიდეოს, დარწმუნებული ვარ, რომ იქ მყოფი პოლიციელები ამას შეამჩნევდნენ და არავინ დაუშალა გადაღება? რა ვიცი ცოტა ეჭვს კი ბადებს ეს ფაქტი. კიდევ ვიმეორებ არავის აქვს ხელის აწევის უფლება მოქალაქეზე !“, – წერს თემურ თათარაშვილი. ცნობისთვის, 24 იანვარს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ისნის მეტროში გადაღებული კადრები, რომელშიც ასახული იყო თუ როგორ გაუსწორდა სამართალდამცველი შშმ ბიჭს.