„თუ ვინმეს გყავთ ნაცნობი ექიმი, გთხოვთ, გადამირჩინეთ ორი შვილის დედა“ – ვინ არის და რა დაემართა 29 წლის ქალს, რომლის მეუღლეც ყველას დახმარებას სთხოვს?

0
1938
40 Views

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია 29 წლის ქალის შესახებ, რომელიც მშობიარობის შემდეგ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. თამარ ჯანაძეს ალერგიული ფონის გამო რეფლექსური შოკი აქვს. მისი მეუღლე დათა წულაძე შემდეგ მიმართვას ავრცელებს:

„მეგობრებო, გუშინ ქუთაისში მე-2 სამშობიაროში დაიბადა ჩემი პატარა შვილი, ილიკო წულაია, ღმერთის წყალობით, ბავშვი არის კარგად, მაგრამ დედამ, თამარ ჯანაძემ ალერგიისგან მიიღო რეფლექსური შოკი და გადაყვანილია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში.

ამ დრომდე დედა არის მძიმე მდგომარეობაში, მეგობრებო, თუ ვინმეს გყავთ ამ მიმართულებით ნაცნობი ექიმი და შეუძლია აღნიშნულ კლინიკასთან ერთად პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესში მიიღოს მონაწილეობა, დაგვაკავშირეთ. გთხოვთ, გადამირჩინოთ ორი შვილის დედა, გთხოვთ დამიდექით გვერდით და დამეხმარეთ“, – წერს დათა წულაია.

Cesko