რა შეიძლება გახდეს ნაბახუსევის დროს უეცარი გარდაცვალების მიზეზი

0
631
25 Views

კარდიოლოგი და რითმოლოგი ხათუნა ჯალაბაძე განმარტავს, რა შეიძლება გახდეს, ნაბახუსევის დროს უეცარი გარდაცვალების მიზეზი.

მისივე განმარტებით, ახალი მითი, რომ ცივმა წყალმა შეიძლება ადამიანი მოკლას, კიდევ ერთი დასანგრევი მითია. თვითონ „პახმელია“ კი, კრიტიკული მდგომარეობაა, არა მარტო გულისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის.

„ჩვენ დიდი ხანია ვებრძვით სამედიცინო მითებს, რომელიც საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ბევრია. ერთ-ერთი მითი იყო ის, რომ უეცარი სიკვდილი იყო თრომბოემბოლიით გამოწვეული სიკვდილი, აქ გულს საერთოდ არ ახსენებდნენ. წლების მანძილზე ასე იყო. „თრომბი გაისროლა“ – ეს ცნობილი ფრაზა, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებდა, ჩვენ შევასუსტეთ და ძალიან იშვიათად მესმის, რომ ის დაიღუპა უცბად და ე.ი. ,,თრომბმა გაისროლა”.

ახალი მითი, რომ ცივმა წყალმა შეიძლება ადამიანი მოკლას, კიდევ ერთი დასანგრევი მითია. თვითონ „პახმელია“ არის კრიტიკული მდგომარეობა, არა მარტო გულისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის. გული მგრძნობიარე ორგანოა. გული გრძნობს თქვენი ტემპერატურის მერყეობას, გრძნობს, რომ ორგანიზმში რაღაც არ არის კარგად და ხასიათი გეცვლებათ, ეს გულის დამსახურებაა.

როდესაც გვაქვს ე.წ. „პახმელიის“ სინდრომი, ადვილია არითმიის გამშვები მექანიზმი იყოს ნებისმიერი პატარა რამ, თუნდაც წყალი, ემოცია, გაცინებაც. ჩამრთველი რა გახდება იმისთვის, რომ დაიწყოს სიცოცხლისთვის საშიში არითმია, არ ვიცით. მთავარია, რომ ჩვენ შევუქმენით საფუძველი ამ ტრიგერს, სხვა შემთხვევაში ტრიგერი ვერ იქნებოდა ცხელი შხაპი, ცივი წყალი, სიცილი. ეს არ იქნებოდა ტრიგერი, როდესაც გული იმუშავებდა ნორმალურად. ყველაზე მისაღები სცენარი, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ არის ის, რომ გულის მდგომარეობა არ იყო კარგი, ან პულსი იყო ძალიან მაღალი, ცივი წყალი და სხვა ტრიგერი იყო მხოლოდ გამშვები. ზარი კარებზე, ტელეფონის ზარი – ესეც შეიძლება გახდეს ტრიგერი ამ დაძაბულ სიტუაციაში, რომელშიც გული მუშაობს ზოგადი ინტოქსიკაციის, დიდი სტრესის გამო“ – განაცხადა ხათუნა ჯალაბაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“.

Cesko