ანი ბებია: ,,ვისაც გინდათ, რომ გამახაროთ, ეს ბოლომდე წაიკითხეთ”

0
1030
54 Views
მსახიობი ანი ბებია ფეისბუქში თავის მეგობრებს მიმართავს და ერთ ქალზე ყვება ამბავს:
,,გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო. ჰოდა, ვისაც გინდათ, რომ გამახაროთ, ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ.
რამდენიმე წელია, მე და ილო [ბეროშვილი] ვიცნობთ ერთ მარტოხელა დედას, რომელიც 6 წლის შვილს და ორ მოხუცს უვლის. დაუზარელი გოგოა, არ ეთაკილება და არ ეზარება შრომა და მუშაობა, მაგრამ პანდემიის გამო ვერ ახერხებს და ახლა ძალიან გაუჭირდა.
რამდენჯერმე დავეხმარეთ ამ ქალბატონს, არ მიყვარს ამის ,,აფიშირება”, მაგრამ გეუბნებით იმიტომ, რომ მენდოთ და დაიჯეროთ და არ გეგონოთ ფეიკამბავი. ნამყოფები ვართ მასთან სახლში მე და ილო და ვიცით მისი მდგომარეობა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ გოგოს სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და ვისაც რა შეგიძლიათ, იქნებ დავეხმაროთ, თუნდაც 1 ლარი რომ გადარიცხოთ, ბევრნი იქნებით და საბოლოოდ საჭმლის ფული ექნებათ.
მადლობა, მეგობრებო, ვინც დაეხმარებით, თქვენც მადლობა, ვინც გადააზიარებთ პოსტს და თქვენც მადლობა, ვინც ვერ დაეხმარებით, მაგრამ გული შეგტკივათ.
01018005004
საქართველოს ბანკი
ტელ: 568818447
P.s. პოსტის დადება თვითონ მთხოვა, შენც პატარა ბავშვი გყავს და ბევრი ხარჯი გექნება და ახლა კიდევ მე რომ არ გადმომირიცხო ფულიო”.
Cesko