“მივმართავ ყველას, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას…” – რას წერს ლიზა იასკო მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

0
1838
48 Views

გუ­შინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ლიზა იას­კო, რუს­თა­ვის მე-12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ შე­უშ­ვეს. რა­დას დე­პუ­ტატ­მა სა­ქარ­თვე­ლო დე­კემ­ბრის ბო­ლოს და­ტო­ვა და ორი დღის წინ დაბ­რუნ­და.

იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ აქამ­დე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა­ზე პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ ამ­ჯე­რად საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა…

ლიზა იას­კო:

“რუს­თა­ვის ცი­ხე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს. ამ­რი­გად, მას­ზე და მის ახ­ლობ­ლებ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა გრძელ­დე­ბა.

ამ კვი­რა­ში სამი თხოვ­ნა გავ­გზავ­ნეთ შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ: ჩემ­გან, რო­გორც ნა­თე­სა­ვის­გან, რო­გორც უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტის­გან – უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­შუ­ა­ლე­ბით, თხოვ­ნა ად­ვო­კა­ტე­ბის­გან და ასე­ვე – მისი პი­რა­დი მო­თხოვ­ნა, რომ შეხ­ვედ­რო­და ოჯა­ხის წევ­რს.

აქამ­დე შეხ­ვედ­რა­ზე არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, რუს­თავ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია.

მი­ხე­ი­ლი სას­ტი­კი შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ ცი­ხე­შია. მას ახ­ლობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სულ დე­პუ­ტა­ტებ­საც არ აქვთ მას­თან შეხ­ვედ­რის უფ­ლე­ბა.

ის არ იღებს სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას. უკ­რა­ი­ნელ ექი­მებ­საც არ უშ­ვე­ბენ. სა­ინ­ფორ­მა­ციო იზო­ლა­ცია და მო­რა­ლუ­რი ზე­წო­ლა გრძელ­დე­ბა.

მივ­მარ­თავ ყვე­ლას, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას: თუ თქვე­ნი იდეა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­რა­ლუ­რად და ფი­ზი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბაა, მა­შინ ის ჩვენ გვჭირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში და ვე­ლო­დე­ბით მის დაბ­რუ­ნე­ბას!

ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ბრძო­ლა და ვი­მუ­შა­ოთ მის უკ­რა­ი­ნა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად. ეძე­ბეთ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი პოვ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ყვე­ლა­ზე რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც კი. დი­ა­ლო­გი აუ­ცი­ლე­ბე­ლია…

თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვილს!” – წერს ლიზა.

Cesko