“მე ამ ნდობას გავამართლებ. აგერ ნახავთ” – ზურა ხაჩიძე “რუსთავი 2”-ზე მეგა თოქ-შოუს წაიყვანს

0
785
40 Views

25 იანვარს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ახალ მეგა თოქშოუს იწყებს. “ღამის პრაიმ ტაიმი” ასე ჰქვია ახალ სატელევიზიო გადაცემას, რომელსაც ვარსკვლავური ექვსეული წაიყვანს. თოქშოუ სამშაბათობით 22 საათზე გავა ეთერში.

მათ იცნობს ყველა. ბევრ მათგანს პირველად იხილავთ ტელეწამყვანის ამპლუაში.

ისინი არიან ექვსნი და საუბრობენ ყველა აქტუალურ თემაზე. მსჯელობენ ხმამაღლა, ბჭობენ, არიან ობიექტურნი თუ სუბიექტურნი, მაყურებლამდე მოაქვთ მთავარი თემები.

რითი განვსხვავდებით და რა გვაქვს საერთო? საზოგადოების საპირისპირო მოსაზრებები და ექვსი პიროვნული პოზიცია.

მაშ ასე, ახალი მეგა თოქშოუს წამყვანები არიან: ავთანდილ ცქვიტინიძე, ზურა ხაჩიძე, ანი ჩირაძე, ბაჩო კოლელიშვილი, ნიკა ხაჩიძე და ნინო ჩხეიძე.

ზურა ხაჩიძე: – როცა ახალ გამოწვევაზე ნაფიქრი მაქვს, სწრაფად ვრეაგირებ. როგორც კი თოქშოუს წამყვანობა შემომთავაზეს, რატომაც არა-მეთქი, ვთქვი. თუმცა თავდაპირველად დავინტერესდი, რა ბარიერის გადალახვა მომიწევდა, რა სირთულეს უნდა შევჭიდებოდი, გავართმევდი თუ არა თავს, რა მევალებოდა და ასე შემდეგ.

შემდეგ უკვე როცა თაკო ფხაკაძემ და მაია სტეფნაძემ მითხრეს, თუ რა ტიპის გადაცემაში მომიაზრეს, მაშინვე დავთანხმდი. ეს არის აპოლიტიკური, არა ყვითელი გადაცემა, რომელიც საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს გასცემს პასუხებს.

პირველივე გასაუბრებაზე, როგორც კი “ყური” გამიკეთეს და ჩაირთო კამერები,  თანამწყვანების გარემოცვაში, მოცემულ თემებზე საუბრის დროს, როგორც თევზი წყალში, ისე ვიგრძენი თავი. საცდელი გადაცემის ჩაწერისას, ყურში თაკო ფხაკაძის ხმა გაისმა, გადაწყვეტილია, შენ გიპოვეთ როგორც წამყვანიო. ამ სიტყვებმა დიდი სტიმული მომცა. მე მას ამ მოლოდინს არ გავუწბილებ. აგერ ნახავთ. ჩემს შედეგს დავდებ.

“ღამის პრაიმ ტაიმი” ეს იქნება გადაცემა საზოგადოებაში დასმული კითხვების აქტუალურობაზე. დიდი ხანია მაწუხებს ეს სათქმელი. საზოგადოებაში დასმულ ყველა ლეგიტიმურ კითხვებზე, პასუხი უნდა მივიღოთ. ეს გადაცემა არც ერთ სხვა გადაცემას არ დაემსგავსება.

საკმაოდ კარგი ექვსეული ვართ შეკრებილი. ყველა სფეროზე და სეგმენტზე გასული წამყვნები შეიკრიბა.

მე ჩემს ძირითად სამსახურში აუცილებლად ვიქნები, იცით, რომ საჯარო მოხელე ვარ. პროდიუსერებმა მითხრეს, რომ ხელს შემიწყობენ. იმ პასუხისმგებლობას, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მაქვს აღებული, არ გავურბივარ, არც ვტოვებ. ამ ინტერვიუთი პირველად გაიგებენ ჩემს ამ ახალ ამპლუაზე.

ეს გადაცემა ჩემს რეგიონსაც წაადგება ბევრ საკითხში. გავაჟღერებ პრობლემებს, როგორც საჯარო მოხელე, საზოგადოებაში დასმულ კითხვებს პასუხს გავცემ. არ გავექცევი, პირიქით.

ძალიან დიდი მადლობა თაკო ფხაკაძეს და მაია სტეფნაძეს იმისთვის, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადეს. ამ ნდობას გავამართლებ.

მე მაქსიმალისტი ვარ. საქმეში მეორეობა არ მიყვარს და ამას, თანაწამყვანებთან ერთად, გადაცემის რეიტინგში ავსახავ. ჩემს შრომას მაქსიმალურად ჩავდებ და ეს გადაცემა თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.

სრულად იხილეთ ბმულზე:https://primetime.ge/

წყარო: primetime.ge

Cesko