“თუ პირადად მე არ დავკლა გავრილოვი და კობახიძის ბოსტნის ბოლოკი არ გავურჭო პირში, მე ვიყო ირაკლი კობახიძე” – ტაბლიაშვილი

0
1205
27 Views

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“არსებობს ცნობა, რომ რუსეთს საკუთარი დიპლომატები გაჰყავს კიევიდან!!! ვიმეორებ – კიევიდან!

და მეც კი, პუტინის ნორმალურობაში ცოტა დაეჭვებულს, არ მგონია, რომ ეს ცნობა მართალია!

ამავე დროს, ჩანს, ერთია ჩემი ფიქრები და მეორე დასავლეთის ქვეყნების ოპერატიული სადაზვერვო მონაცემები! ყოველ შემთხვევაში, ის, რომ უკრაინის აეროდრომებზე შეიარაღებით სავსე თვითმფრინავი თვითმფრინავზე ჯდება, მიგვანიშნებს, რომ დასავლეთი… დასავლეთი არ გამორიცხავს, რომ პუტინი მართლა გაგიჟდა!.. ანუ, მართლა აპირებს ომს!.. (მაინც არ მგონია, რომ კიევის მიმართულებით(აც), მაგრამ, მაინც).

ამ ომს, თუ ის მოხდა, რუსეთი ვერ მოიგებს ბევრი მიზეზის გამო!.. მათ შორისაა სისხლის გამშრობი პარტიზანული ომი მის წინააღმდეგ! მაგრამ, ახლა უკრაინელთა შესაძლო თავგანწირვაზე არ ვწერ!..

ახლა ვწერ შანსზე!

ომის შემთხვევაში, დასავლეთი ძალიან სწრაფად აამოქმედებს მკვლელ სანქციებს და… და სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებებს დასავლეთის სივრცის საზღვრების გაფართოების თაობაზე!

რასაც ახლა ვიტყვი, ნაკლებადაა რეალური, მაგრამ, მაინც:

ისე არ მოხდეს, რომ, რომელიმე ორშაბათს გავიღვიძოთ და ტელევიზორი ჩავრთოთ და… სტოლტენბერგი ვნახოთ და… მან თქვას:

უკრაინას (და არა საქართველო) ვეპატიჟებით ნატოში!

თუ პირადად მე არ დავკლა გავრილოვი და დაკლულს კობახიძის ბოსტნის ბოლოკი არ გავურჭო პირში, მე ვიყო თავად ირაკლი კობახიძე.”

Cesko