„ლა­მის მოვ­კვდი, შოკ­ში ვი­ყა­ვი… სი­ხა­რუ­ლის­გან ვკან­კა­ლებ­დი” – ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელმაც ნაპოვნი 6000 ლარი პატრონს დაუბრუნა?

0
1571
53 Views

18 წლის ბიჭ­მა, ალ­თაი ფა­შა­ევ­მა თბი­ლის­ში, ქუ­ჩა­ში სა­ფუ­ლე იპო­ვა, რო­მელ­შიც 6 000 ლა­რამ­დე თან­ხა იყო. ბიჭ­მა თან­ხა პო­ლი­ცი­ა­ში მი­ი­ტა­ნა, პო­ლი­ცი­ამ კი პატ­რონს და­უბ­რუ­ნა.

ალ­თაი ბოლ­ნის­ში და­ი­ბა­და. ის 4 წლი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად, ოჯახ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მუ­შა­ობს და სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს. 18 წელი ზუს­ტად იმ დღით შე­უს­რულ­და, როცა ფული იპო­ვა. ამ­ბობს, რომ ფუ­ლის აღე­ბა წუ­თი­თაც კი არ უფიქ­რია.

“სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დი. სა­ფუ­ლე და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც ძირს ეგდო, ავი­ღე გავ­ხსე­ნი და შიგ­ნით დიდი თახა იყო. პო­ლი­ცი­ა­ში წა­ვი­ღე და ვიდ­რე ფუ­ლის პატ­რო­ნი არ მო­ვი­და, იქი­დან ფეხი არ მო­ვიც­ვა­ლე“, – ამ­ბობს ალ­თაი.

რო­გორც გა­ირ­კვა, თან­ხა ციცი ხო­ტე­ნაშ­ვილ­მა და­კარ­გა. ამ­ბობს, რომ თან­ხის და­კარ­გვის შე­სა­ხებ რომ შე­ა­ტყო­ბი­ნეს, ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ თან­ხას უკან არა­ვინ და­უბ­რუ­ნებ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს თან­ხა კე­თილ­მა ადა­მი­ან­მა იპო­ვა…

“მან­ქა­ნა­ში რომ ჩავ­ჯე­ქი, თან­ხა სა­ფუ­ლე­ში ჩავ­დე. სა­ფუ­ლე, მე­გო­ნა, ჩან­თა­ში ჩა­ვი­დე, მაგ­რამ ქურ­თუკ­სა და ჩან­თას შო­რის ჩამ­ვარ­დნია და მან­ქა­ნი­დან რომ გად­მო­ვე­დი, ძირს და­მი­ვარ­და, თუმ­ცა თან­ხის და­კარ­გის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ჩემი შვი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნია და მისი მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი ჩემს სა­ხელ­ზეა. ბავ­შვი მე­გო­ბარ­თან მყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი და პო­ლი­ცი­ამ მის ნო­მერ­ზე და­რე­კა. მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა და შე­მა­ტყო­ბი­ნა, რომ სა­ფუ­ლე და­კარ­გუ­ლი მქონ­და. ხალ­ხო, ლა­მის მოვ­კვდი, შოკ­ში ვი­ყა­ვი. პო­ლი­ცი­ა­ში რომ დავ­რე­კე მი­თხრეს, – სა­ფუ­ლე, ფულ­თან ერ­თად, ახალ­გაზ­რდა კაც­მა იპო­ვა და პო­ლი­ცი­ა­ში მო­ი­ტა­ნაო… სი­ხა­რუ­ლის­გან ვკან­კა­ლებ­დი, ვკი­ო­დი, ვწი­ო­დი. თან ვფიქ­რობ­დი, ვინ არის ის კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს თან­ხა იპო­ვა-მეთ­ქი. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ცდუ­ნე­ბის­თვის ვერ გა­ეძ­ლო. ეს ადა­მი­ა­ნი ჩემი გმი­რია. მას ყვე­ლა უნდა იც­ნობ­დეს,“ – ამ­ბობს ციცი ხო­ტე­ნაშ­ვი­ლი.

წყარო: ambebi.ge

Cesko