“მისთვის დაღლა არ არსებობს, პაციენტს თუ სჭირდება, დღე და ღამე არ იცის, ფეხი სტკივა და თავს რომ მიხედოს, ეგ ვერ მოახერხა – ლევან რატიანის დედა შვილზე

0
599
28 Views

ლევან რატიანის დედამ შვილზე და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჟურნალ “გზასთან” ისაუბრა. ქალბატონი მანანა ამობს, რომ ლევანი ძალიან გადაიღალა, ღამის 12 საათზეც რომ ურეკავს ეუბნება რომ საავადმყოფოშია. ლევანს ფეხი სტკივა და საკუთარ თავს არ მიხედა.

“მისთვის დაღლა არ არსებობს, პაციენტს თუ სჭირდება, დღე და ღამე არ იცის. უკვე ძალიან გადაიღალა, ფეხი სტკივა და თავს რომ მიხედოს, ეგ ვერ მოახერხა. ვუთხარი, ყველას სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ ცოტათი შენს თავსაც მიხედე-მეთქი. რამდენჯერ დამირეკავს ღამის 12 საათზე, ისევ კლინიკაში იყო – ვიღაც ცუდად არის და ჯერ ვერ წავალო. დამძიმებულ პაციენტს არ ტოვებს, ხშირად შინ დასაძინებლადაც ვერ მიდის…

რუსთავი 2″-ზე რომ გადაცემა გადის, სადაც ლევანი თანაწამყვანია, ისეთი კმაყოფილი და აღფრთოვანებული ვარ, სულ იდეის ავტორს ვლოცავ – ლევანს მაშინ მაინც ვხედავთ. მე და ჩემი მეუღლე მაგ დროისთვის სოფელში ყველა საქმეს მოვილევთ ხოლმე და ვუყურებთ, შვილის მონატრებას ასე ვიკმაყოფილებთ…”, – ამბობს ლევან რატიანის დედა.
Cesko