39 Views
,,გიგი უგულავამ პასუხები იცოდა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ნიკა გვარამია არაბუნებრივად იქცეოდა. გიგი უგულავამ გუშინ ,,მთავარ ჭკვიანში” 50 ათასი ლარი მოიგო, რისი მეშვეობითაც ეცადა, საზოგადოებაში ჭკვიანად გამოჩენილიყო”, – ასეთი შინაარსის დაბუსტულ სტატუსს აქვეყნებს ერთ-ერთი ფეისბუქვერდი.,,მთავარის” გენერალური დირექტორი და ,,მთავარი ჭკვიანის” წამყვანი, ნიკა გვარამია ფეისბუქრეკლამას გამოეხმაურა და დაწერა:,,დაბუსტული სტატუსია, ხალხო, თან. ქოცების ბოტსაიტია. ვინც ამბობს, რომ წინასწარ მივეცი პასუხები უგულავას, რომ პოლიტიკურად გამეძლიერებინა ის და ნაცმოძრაობის კონკრეტული ფრთა – აი, იმ ხალხსა და ამ საიტის უკან მდგომებს შორის რა სხვაობაა? არანაირი – შინაარსითაც და ტექსტობრივადაც კი ერთი და იგივეს წერენ”.