გიორგი გამსახურდია დედის წინააღმდეგ – “კონსტანტინეს ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები”

0
753
68 Views

ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები რასაც ჩემი ძმა,კონსტანტინე წერს ამ პოსტში,- წერს სოციალურ ქსელში პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია.

“ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ატანა, რის გავლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან. ასევე უდიდესი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა მათი გინებით და უსამართლო მოპყრობით შეწუხებულებს,”- წერს გამსახურდია.

14 იანვარს სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა ზვიად გამსახურდიას უფროსმა შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომლის თქმითაც, ზვიად გამსახურდიას ქვრივმა, მანანა არჩვაძემ წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც ცოტნე გამსახურდია მკურნალობს, მიტინგის მოწყობა სცადა

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია თბილისში, ვერაზე 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს კი, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოცხადდა.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს – ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პეტრე ყუფარაძეს 4 წლით, ხოლო, კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა, რის შემდეგაც თურქეთში გადაიყვანეს და გერმანიაში გამგზავრებამდე იქ მკურნალობდა.

რეპორტი

Cesko