„როგორც ჩემი საყვარელი კახელები იტყვიან, სად ერეკლეო“ – გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

0
1682
29 Views

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიას საქართველოში უკანონოდ შემოსვლის შესახებ გააკეთა.

„არ გამკვირვებია მიშასგან ეს მონაროში, კაცი ხუნტის წარმომადგენელი იყო კიევში, ეგრე წარუდგინა თავი ჟურნალისტს, მარია გრაჩიკს და შესაბამისად, რუსული ხუნტის ნარატივის თანახმად, ზვიადმა, კანონიერმა პრეზიდენტმა, უკანონოდ გადმოლახა საზღვარი. როგორც ჩემი საყვარელი კახელები იტყვიან, სად ერეკლეო..

P.S. ისე ჩამოყალიბდი, ყაზახი პოლიტიკოსი ხარ, უკრაინელი თუ ქართველი. ზვიადი იძახდა, ის ზვიადი, შენ რომ კავკასიელ ჰუსეინს უწოდებდი, რომ ვინც ეცდება სადმე გადაკეთდესო, იქაური ვერ გახდება და ქართველობასაც დაკარგავსო. ცნობისათვის, ისე რომ იცოდე…“, – წერს გიორგი გამსახურდია Twitter-ზე.

Cesko