“…მისი ცოლისთვის ტელეფონი ამოუცლიათ და რომ მოითხოვა – მოკლეს”

0
492
35 Views

ფოტო – ტვ პირველი

საფრანგეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ალექს გოგუას, სამშობლოში გადასვენება უახლოეს პერიოდში მოხდება. მოლაპარაკება საფრანგეთის ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხზე ინტენსიურად მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემით, ფინანსურ პასუხისმგებლობას მთლიანად საგარეო საქმეთა სამინისტრო იღებს.

ალექსს გოგუას მეზობელი, “ტვ პირველთან” ამბობს:

ალბათ, 2 დღეში ჩამოასვენებენ. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. მეტროსთან ვიღაცას მისი ცოლისთვის ტელეფონი ამოუცლია და რომ მოითხოვა, ეს ფაქტი მოხდა, 6 საათი უკეთებდნენო გულზე ოპერაციას. 3 ადგილას ჰქონია პირდაპირ გულში ჩარტყმული. მეუღლეც შეესწრო ამ დაჭრას, 10 თვის დაქორწინებულები იყვნენ.

შეგახსენებთ, ალექს გოგუა, რომელიც საფრანგეთში რამდენიმე თვის წინ მეუღლესთან ერთად წავიდა, ურთიერთშელაპარაკების დროს ცივი იარაღით მოკლეს.

Cesko