ხათუნა იოსელიანი 78 წლის გახდა – ,,3 წელში ბინა მივიღე მანჰეტენზე”

0
738
24 Views

მსა­ხი­ო­ბი ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნი 78 წლის გახდა. ის უკვე წლე­ბია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. სა­ქარ­თვე­ლო­დან მძიმე სოციალურ პირობებს გაექცა და ემიგრანტების მძიმე გზას დაადგა. იყო ძალიან ბევრი სირთულე, რამდენიმე ინსულტი გადაიტანა, მძიმე შრომაც უწევდა. ახლა მასთან ერთად ქალიშვილია და უკვე საკუთარი ჭერიც გააჩნია.

,,ბინა მი­ვი­ღე მა­ნ­ჰე­ტენ­ზე. სი­ხა­რუ­ლი­სა­გან არ ვი­ცო­დი, რა მექ­ნა. და­ვი­წყე ჩა­ლა­გე­ბა, მზა­დე­ბა გა­და­სას­ვლე­ლად და უცებ აღ­მო­ვა­ჩი­ნე ჩემი ქარ­თუ­ლი ატ­რი­ბუ­ტე­ბი. მე ქარ­თვე­ლი ვარ და ამით ვა­მა­ყობ. მე დავ­ბრუნ­დე­ბი!..”, – დაწერა მსახიობმა, როცა ბინა მიიღო.

-ამე­რი­კა დი­დე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა. აქ ყვე­ლა­ფე­რი ისეა აწყო­ბი­ლი, რომ თუ ადა­მი­ა­ნი მი­ზანს და­ი­სა­ხავს და ბევ­რს იშ­რო­მებს, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის დიდი შან­სი აქვს. მერ­წმუ­ნეთ, ეს ქვე­ყა­ნა გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, და­ფა­სე­ბუ­ლი იყო. ამე­რი­კა­ში წლე­ბის წინ ჩა­მო­ვე­დი. შე­ვავ­სე აპ­ლი­კა­ცია და 3 წე­ლი­წად­ში ბინა მი­ვი­ღე მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, იუ­ნი­ონ სკვერ­თან.,, ერთმა მომ­წე­რა: ,,რა ბინა მი­ი­ღე, აღ­მას­კომ­მა მოგ­ცა ჟაქ­ტის ბინა თუ?” ეს ბინა, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, ჩემი შრო­მი­სა და წარ­მა­ტე­ბის გამო მომ­ცეს…

ემიგ­რან­ტის ცხოვ­რე­ბის და­სა­წყი­სი ყო­ველ­თვის მძი­მეა და არც მე გახ­ლდით გა­მო­ნაკ­ლი­სი. მაგ­რამ არის ჩემ­ში რა­ღაც ისე­თი, რაც ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რი სვლე­ბის­კენ მი­ბიძ­გებს. ადა­მი­ა­ნი იბა­დე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც არის და მას არა­ფე­რი და ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის, – ამბობს ის ,,ამბები.ჯი”-სთან.

ფოტოზე: ხათუნა იოსელიანი ლელა ნინუასთან ერთად

Cesko