აკა სინჯიკაშვილი: ,,ამ ნაგავში ვერ ხედავთ ადამიანს, არა? ეს ჯერ ცოცხალია, მაგრამ რამდენი გაიყინა, იცით?”

0
548
45 Views

აკა სინჯიკაშვილი, რომელიც უამრავ გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება, ძალიან მძიმე პოსტს და ფოტოს აქვეყნებს.
,,პირველივე შეხედვით ვერ ხედავთ ადამიანს, არა? უკვე ისე შეერივნენ ნაგავს ქუჩაში, ვეღარც ვარჩევთ, ნაგავია თუ ადამიანი. რამდენი გაიყინა უკვე ქუჩაში. ეს ჯერ არ გაყინულა, უფრო სქელი ნაგვის გროვა მოძებნა და ჯერ ცოცხალია. ასეთი რამდენია ქალაქში, იცით? გამვლელის იმედზე სადამდე უნდა იყვნენ ოთხმოცი წლის მშიერი და გაყინული მოხუცები? გადააკეთეთ ნებისმიერი შენობა და გახსენით დავრდომილების, უსაბუთოების, უმწეოების და მძიმე ავადმყოფების უფასო თავშესაფარი! შექმენით სამსახური, რომელიც ღამე ქუჩაში ივლის და სიკვდილის პირას მისულებს გადაარჩენს. გახსენით ერთი პატარა სამედიცინო პუნქტი, სადაც უფასო იქნება მარტივი წამლები. ნუ ყრით ამდენ საჭმელს, მიეცით უფლება კვების ობიექტებს, დაარიგონ საჭმელად ვარგისი პროდუქტი და გახსენით კვების უფასო პუნქტი! ზამთარში მაინც ქენით, ვისაც შეგიძლიათ.
ღამე როგორ გძინავთ, ბიჭო, ვისაც ამის შეცვლა შეგიძლიათ და არ შვებით?!
ავადმყოფი მოხუცები როგორ უნდა კანკალებდნენ მთელი ზამთარი ყინვაში.
მთელი ქვეყნის სირცხვილია, რომ არ არსებობს დავრდომილთა და უმწეოთა უფასო თავშესაფარი! არც ერთი! ძნელია? თუ ფოტოზე რასაც ხედავთ, ეგ უფრო ძნელია? მიეცით რამე მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლეს. სირცხვილია.
და წინ სიბერეა”.

Cesko