“თეთრი ჩინელი” – ასე უწოდებენ და 10000 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე მორფინი და 1000 ჯერ უფრო ძლერი ვიდრე სამედიცინო ჰეროინი” – ზურაბ სიხარულიძე

0
1600
48 Views

ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე:

“ფენტანილი და მისი ანალოგები არის სინთეტური ოპიატები ასევე, როგორიც არის კარფენტანილი, რემფენტანილი და სხვა.

ის 10000 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე მორფინი და 1000 ჯერ უფრო ძლერი ვიდრე სამედიცინო ჰეროინი.

დღეს მსოფლიოში კარფენტანილით ზედოზირებამ და სიკვდილმა ეპიდემიის სახე მიიღო. ის რომ კარფენტანილი არის საქართველოში ეს ეჭვს არ ბადებს, ოღონდ რა რაოდენობით, ვინ მოიხმარს და რა სახით, სამწუხაროდ დღეს არავინ იცის. შავ ბაზარზე რა ხდება ვერცერთი ექსპერტი და ვერც ხელისუფლება ვერ იტყვის რადგან ეს მხოლოდ ეჭვებზე და ვარადუბზე არის დაფუძნებული და არანირი კვლევა არ ტარდება.

ის ფაქტი რომ კონტროლი რთულია ესეც მართალია, ის იყიდება ინტერნეტ პლატფორმებზე და მისი მოპოვება არც ისე რთულია!!

ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა და ჩვენ გამონაკლისი არ ვართ!

^თეთრი ჩინელი^ ასე უწოდებენ მას რუსეთში და პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

რატომ ასაღებენ მას და ურევენ სხვა სტიმულატორებში? ვინაიდან თავისი სტრუქტურიდან და ბიოქიმიიდან გამომდინარე ის თავიდან როგორც სტიმულატორი მოქმედებს, მერე ადამინი გადადის ღრმა ძილში და ვითარდება ოპიატებისთვის დამახასითებელი ზედოზირების ნიშნები- სუნთქვის და გულსისძარღვთა უკმარისობა, კომა და სიკვდილი!!

რა უნდა გავაკეთოთ რომ ეს არ მოხდეს?

1.არ მივიღოთ უცნობი ნარკოტიკი რომელსაც ასაღებენ, როგორც უვნებელ და გასართობ საშუალებად !! ყველაზე დიდი საფრთხეში არის ის ვინც რეკრეაციული მიზნით მოიხმარს ნარკოტიკს, რადგან ტოლერანტობა აქვს ნარკოტიკის

მიმართ პრაქტიკულად ნული !

2.ვეცადოთ გამოვიყენოთ ტესტები, რომლებიც გვანახებს რა სახის ნარკტიკია. ეს დღეს შესაძლებელია საქართველოში და შეგიძლიათ მიმართოთ ორგანიზაცია მანდალა • Mandala, რომელიც ანონიმურად დაგეხმარებათ ამ საკითხებში გაგიწევთ კონსულტაციას – რა ზიანი მოაქვს ამა თუ იმ ნარკოტიკს და როგორ უნდა მოიქცეთ რთულ სიტუაციაში.

3.თუ შენიშნეთ რომ ცუდად ხდებით და ძილისკენ მიდიხართ ან ძლიერი სისუსტე გაქვთ, ეცადეთ არ დარჩეთ მარტო და თხოვეთ თქვენ ახლობლებს მარტო არ დაგტოვონ, ნუ აყვებით პანიკას თუ მარტო ხართ, არ ჩაიკეტოთ ოთახში, თხოვეთ ვინმეს რომ რაღაცა დროის შემდგომ გადმოგირეკონ და მოგიკითხონ.

4. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ნუ გეშინიათ, ნუ ეჩხუბებით იპერატორს, ეცადეთ სწორედ უთხრათ სად ხართ, თუ თქვენ არ შეგიძლით თხოვეთ თქვენს ახლობელს მეგობარს ვინც იცის სად ხართ და აუხსნის ყველაფერს.

5.გამოიყენეთ ნალოქსონი თუ გაქვთ!

გაუფრთხილდით თავს ნარკოტიკთან თამაში არ მთავრდება კარგად !! მითუმეტეს თუ არ იცით რა არის!

ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არა აქვს!

იპიატი და მისი ანალოგები იწვევენ ზედოზირებას და არის ყველაზე საშიში ნარკოტიკი და იწვევს სუნთქვის და შემდგომ გულსისღძრღვთა მწვავე უკმარისობას სიკვდილი შეიძლება დადგეს ნებისმიერი მოხმარების და დოზის დროს !!”

Cesko