ლიზა იასკო სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს, სადაც საზოგადოებას შობას ულოცავს.
როგორც “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, დღესასწაულს ლიზა უკრიანაში ხვდება.
აღსანიშნავია, რომ მისალოც წერილში კვლავ არ ახსენებს მიხეილ სააკაშვილს.“მეგობრები! შობას გილოცავთ! ამ ნათელ დღეს გისურვებთ კომფორტს, ბედნიერებას, სიხარულს და სითბოს გულებში. დაე, მოხდეს სასწაულები. დაე, იყოს ბევრი ნათელი დღე, მოვლენა, სიახლე. და თითოეული ჩვენგანის შიგნით მშვიდობამ და ჰარმონიამ დაისადგუროს.მინდა, ჩვენ, უკრაინელებს, ვუსურვო ერთიანობა, საერთო იდეები, მიზნები და ღირებულებები. უკრაინის მომავლის ხედვა. გილოცავთ შობას, ძვირფასო უკრაინელებო და მეგობრებო” – წერს იასკო.
ლიზა იასკოს მორიგ მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა
24 Views