ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ხელს ხელს აწერს და ეთანხმება გარდაცვლილის მხარის მიერ ჩართული ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე – აღნიშნულ ფაქტს “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამარცხვინო და ყალბ დასკვნას ხელს აწერს და ეთანხმება გარდაცვლილის მხარის მიერ ჩართული ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე. შაქარაშვილის საქმეზეც გარდაცვლილის მხარის მიერ ჩართული რომ იყო და სახელმწიფო ექსპერტიზას რომ ასწრებდა სიყალბეში და “დაიხრჩოო” რომ აცხადებდა, აი ის “ექსპერტი” გეჯაძე.
ამაზე გათახსირებული ნაძირალა მეორე არ ვიცი” – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
როგორც ალექსანდრე გეჯაძემ “მთავარ არხს” უთხრა, ჟურნალისტების შეკითხვებს ხვალ, პირველ საათზე უპასუხებს. იქამდე კი არავითარი განცხადების გაკეთებას არ აპირებს.