53 Views
ვინც იარაღს არ დაყრის, სიკვდილი ელის, – ყაზახეთი შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტებს აფრთხილებს, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უკიდურესად იმოქმედებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.
„ბრძანების შემთხვევაში, ვინც უარს იტყვის იარაღის დაყრაზე, სიკვდილი ელის“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 62 ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.
ამასთანავე, შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 13 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოჰკვეთეს.