58 Views
რუსეთმა სამშვიდობო ძალების ყაზახეთში შეყვანა დაიწყო, – ინფორმაციას რუსული მედია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე (ОДКБ) დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისათვის სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის გადაყვანა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით ხდება. სამხედრო ნაწილებმა უკვე დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება”, – წერია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამხედროები შედიან.