“დანა მუცელში დაურტყამს” – გორში ვანო კუცარაშვილმა ტყუპისცალი მოკლა

0
609
24 Views

შიდა ქართლში,ახალსოფელში ძმამ  ძმა მოკლა. 31 წლის ვანო კუცარაშვილმა საკუთარ ტყუპისცალს სამზარეულოს დანით ჭრილობა  მიაყენა.

დაპირისპირება დედმამიშვილებს შორის სუფრაზე დაიწყო.

მეზობლების ცნობით, ძმები ბედობის ღამეს სუფრასთან ისხდნენ, ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და მათ  შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსა ერთმა ძმამ მეორეს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. ამ დროს ადგილზე იყვნენ ძმების მშობლებიც, მაგრამ მათ შვილების შეჩერება ვერ შეძლეს. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მას გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

– ალბათ ერთი გაუბრაზდა მეორეს, წამოავლო დანას ხელი, შეიძლება არც უნდოდა დარტყმა, მაგრამ მაინც დაურტყამს. 1 ჭრილობა ჰქონდა, ღვიძლის მხარეს ჰქონდა დარტყმული, – უთხრა კურიერს მეზობელმა.

დანაშაულში ბრალდებული ძმა დაკავებულია და მას დანაშაულის  დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Cesko