ექსპრეზიდენტმა ღალატისთვის პასუხი უნდა აგოს ცოლის, და არა – ამომრჩეველთა წინაშე – სოლიდარობას ვუცხადებ სანდრას, რომელიც საჯაროდ დაამცირა

0
926
56 Views

პოლიტიკოსებისთვის თითის გაშვერა პირადი ცხოვრების გამო (კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუკი ის არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგ. ქალზე ძალადობის ან პედოფილიის) ისევ ქალ პოლიტიკოსებს დააზარალებთ არაპროპორციულად უფრო მძიმედ, – ამის შესახებ შშმ ქალთა ორგანიზაციის „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარე, ესმა გუმბერიძე სოციალურ ქსელში წერს.ოჯახური ღალატი მიუღებელი და დასაგმობია, მათ შორის ქმრის/კაცის მხრიდანაც (რაც ხშირად ავიწყდებათ ხოლმე).

2. განქორწინების უფლება კი ყველას აქვს საჯარო თანამდებობის მიუხედავად. უფრო მეტიც, საჯარო ფიგურების პირადი ცხოვრება საკრალიზებული რომაა, ლამის ბერებად/მონაზვნებად რომ წარმოუდგენიათ, სწორედ იქ იწყება მერე ფარისევლობა, მატყუარობა, პირდაპირ განქორწინება/დაშორება როდესაც არ შეუძლიათ.

 

3. ამ შემთხვევაში, (სავარაუდო) ღალატისთვის ყოფილ პრეზიდენტს პასუხი საგები აქვს ცოლის და არა ამომრჩეველთა წინაშე. ამომრჩეველთა წინაშე ყველა პოლიტიკოსმა და თანამდებობის პირმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ მათ მიერ საჯარო საქმიანობის პროცესში ჩადენილი დანაშაულებისა და გადაცდომებისთვის და არა პირადი ცხოვრების გამო (თუ ის დანაშაულს არ შეიცავს). მმართველების საწოლით დაინტერესება დამახასიათებელი იყო მონარქიული მმართველობისთვის.

 

დემოკრატია კი უფლებებს ანიჭებს ყველას, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ, მაღალი თანამდებობის პირებს. მარტივად რომ ვთქვათ: ცოლის ღალატის შემთხვევაში სააკაშვილი იმსახურებს ცოლისგან პრობლემებს, განქორწინების მოთხოვნას ყველა თანმდევ მოვლენასთან ერთად (მათ შორის ქონების გაყოფით და მისთ). მაგრამ არა მავანთა მხრიდან ჭორაობას. პოლიტიკოსებისთვის თითის გაშვერა პირადი ცხოვრების გამო (კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუკი ის არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგ. ქალზე ძალადობის ან პედოფილიის) ისევ ქალ პოლიტიკოსებს დააზარალებთ არაპროპორციულად უფრო მძიმედ.

 

და თუ მაინც ვლაპარაკობთ პირად ცხოვრებაზე, ყოფილ პრეზიდენტს დღევანდელი ჩინოვნიკებიც მივუმატოთ. არა მგონია, ესენიც მამა აბრაამისბატკნები იყვნენ. თუ არ ვცდები, ვიღაც პარლამენტარს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა ცოლის ცემის გამო. დაე, გაკვეთილი იყოს ამა ქვეყნის დღევანდელი ძლიერებისთვის: რომ აღარ იქნებიან ძალაუფლების სადავეებთან, მათაც უამრავი რამ გამოუაშკარავდებათ.

 

მის პოსტს კომენტარის სახით ნათია კოღუაშვილი პასუხობს:

 

„მიშა კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო არაეთიკური და მორალურად გაუმართლებელია მისი საქციელი და საზოგადოებას(ერს) ნამდვილად ვერც განხილვას ვერ დაუშლით და ვერც მოვლენის შეფასებას. დიახ უნდა ვისაუბროთ განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ იმ ადამიანებს რომლებიც ამართლებენ და “კაცია და რაუჭირს” რიტორიკით შევაგნებიოთ რომ კაცია და რა უჭირს კი არა, არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული მისი საქციელი და ორმაგი სტანდარტები მაგარი ტეხავს! როგორც მინიმუმ ქალურ სოლიდაბას ვუცხადებ სანდრას, რომელიც საჯაროდ დაამცირა და თანაც არა ერთ გზის.

 

არ უნდა გავარომანტიკოსოთ ისიც რომ “სამაგიეროდ შვილი ყავთ ანგელოზი” და ა.შ. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, ყველა ყვითელი და არა მარტო, გამოცემის ყდაზე იქნებოდა ასეთი მაშტაბის სკანდალი და მაგალითად გამოიყენებდნენ. ასევე ნებისმიერი ცივილებული ქვეყნის ასეთი მაშტაბის ფიგურა ასე საჯაროდ არ დაამცირებდა თავის კანოენიერ მეუღლეს, რომელმაც რეალურად ჩვენთან ერთად გაიგო რომ ოჯახი აღარ არის.

 

მან თავად ჩავგრთო მისი საქმეში საჯარო გამოსვლით, შესაბამისად შეფასების გაკეთების უფლება ყველას აქვს. ჩემი ამ პოზიციის მიუხედავად, მიშასადმი როგორც პოლიტიკური ფიგურის მიმართ და მისი როლისადმი ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დამოკიდებულება არ შემცვლია“.

Cesko