უარი მასობრივ შიმშილობაზე და ბრძოლის ახალი სტრატეგია – „ნაციონალების“ ახალი გეგმები

0
613
39 Views

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „მასობრივ შიმშილობაზე“ უარი თქვა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, მისი პარტია, სააკაშვილის ციხიდან დახსნის მიზნით, ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის.

 

რას გულისხმობს ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლა, „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე საუბრობს. როგორც გოცირიძე აცხადებს, ახალი გეგმა ძველი გეგმის დაბრუნებას ნიშნავს.

 

„ახალი ეტაპი არის ძველი ეტაპის დაბრუნება. პერმანენტული აქციები ნიშნავს მუდმივ აქციებს. ასევე, იყო იმპროვიზაციის ელემენტები, სიუპრიზები, თუნდაც მასობრივი შიმშილობა. უფრო კონკრეტულად, სამოქმედო გეგმა მალე გამოცხადდება. ხელისუფლება მუდმივი ზეწოლის გარეშე, არაფერს თმობს. ახლა მუდმივი ზეწოლაა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო მხრიდან“,- განაცხადა გოცირიძემ.

 

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გაშლილ კარვებში მყოფმა მოშიმშილეებმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტეს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებდა, თუკი მოშიმშილეები შიმშილობას არ შეწყვეტდნენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას თავადაც მიმართავდა.

Cesko