ნიკა გვარამია – “სალომე ზურაბიშვილს ვუსმინე და ყბა ახლაც ჩამოვარდნილი მაქვს…”

0
1565
62 Views

ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვას უსმინა და ამის შესახებ ფეისბუქში დაწერა:

“თანამდებობის პირების საახალწლო მიმართვებს არასდროს არ ვუსმენ. არასდროს. რ2ზეც და მთავარზეც ჩემი ინიციატივით არ გადიოდა/არ გადის არც ერთი ამგვარი მილოცვა, მეორე დღეს შუქდება. მაგრამ იმ მეორე დღესაც არ ვუსმენ.
პირველად ცხოვრებაში, დავჯექი ახლა და ვუსმინე პრეზიდენტის საახალწლო მიმართვას. ხაზს ვუსვამ, პირველად ცხოვრებაში და ისიც სალომე ზურაბიშვილს.
დიახ: დავჯექი, ვუსმინე სრულად და ყურადღებით. ვუსმინე და ყბა ახლაც ჩამოვარდნილი მაქვს. არ მოგეჩვენათ, მე, ნიკა გვარამიას, სალომე ზურაბიშვილის მიმართვით, ყბა ჩამომივარდა და ჯერაც ვერ გავისწორე.”

Cesko