935 Views
ზუგდიდში, ორდღიანი უხვი ნალექის შედეგად, რამდენიმე ქუჩა ქალაქში და სოფელი დაიტბორა. თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. სოფელ ახალკახათის მოსახლეობა შველას ითხოვს.
„ჩემი ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია ყოველი წვიმის მერე ასე გამოიყურება, ძალიან ცუდი მდგომარეობაა“, – ამბობს სოფელ ინგირის მკვიდრი.
დატბორილია ასევე ბარამიას ქუჩაზე დევნილთა დასახლების ეზო.
მერიის ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. კეთილმოწყობის მართვის ცენტრი აქტიურადაა ჩართული და ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას.