ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
9 დეკემბერი
ეს დღე კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის შესანიშნავია. შესაძლოა, ვინმესთან რაიმეზე დალაპარაკება გინდათ და პირველ ნაბიჯს ვერ დგამთ ან უთანხმოება გაქვთ და ეს საკითხი დიდი ხანია, გაწუხებთ. ამ დღეს მოლაპარაკებები შეგიძლიათ, თავისუფლად აწარმოოთ, გაუზიაროთ ადამიანებს საკუთარი პოზიცია და საბოლოოდ გადაჭრათ ის, რაზეც შესაძლოა, ბევრი დღეა, ფიქრობთ.
10 დეკემბერი
დროა, ძველი ამოცანები დაასრულოთ და ახალი ეტაპისთვის მოემზადოთ. ამ დღის ენერგია დაგეხმარებათ, რომ არასაჭირო ურთიერთობები, საქმეები საბოლოოდ დაამთავროთ და გადაყაროთ ის ნივთებიც, რომლებიც მოძველებულია. იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყოს, საბოლოოდ უნდა თქვათ უარი ყველაფერზე, რაც მოძველებული და არასაჭიროა.
11 დეკემბერი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს არის დღე, როცა შეგიძლიათ, საკუთარი ოცნებებისა და მიზნებისაკენ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგათ და ცვლილებები დაგეგმოთ. მთავარია, სიახლეების არ შეგეშინდეთ და საკუთარი თავის გჯეროდეთ. მონდომებითა და შრომისმოყვარეობით აუცილებლად მიაღწევთ იმას, რაზეც ოცნებობთ.
12 დეკემბერი
ეს დღე მოთმინებასა და მოქნილობას მოითხოვს. შეგვიძლია, ცვლილებები ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. თუმცა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგჯერ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ცუდი შედეგი მოჰყვება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაანალიზოთ და შემდეგ ვიმოქმედოთ.
13 დეკემბერი
ამ დღეს ცვლილებებს ვიღებთ და ახალ პირობებთან ადაპტირებას ვსწავლობთ. აღნიშნული დღე ბევრ ადამიანს მნიშვნელოვან სიურპრიზს უმზადებს, რომლის შემდეგაც ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყება. ზოგადადაც, ეს კვირა ბევრ ჩვენგან არაერთ სიახლეს მოუტანს. ნახეთ ვრცლად