“არ სჯეროდა, რომ მისი შვილი ვიყავი, იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის” – რას ჰყვება თამუნა მუსერიძე?

0
324
295 Views

ჟურნალისტი და ავტორი პროექტისა “ვეძებ“, თამუნა მუსერიძე, რომელმაც 8 წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობლები იპოვა აცხადებს, რომ საკუთარ ბიოლოგიურ დედას მასთან ურთიერთობა არ სურს.

„ბიოლოგიურ მშობელს, გამჩენს, სხვა შვილი არ ჰყავს. მამამ არა თუ ჩემი არსებობა, არამედ საერთოდ ისიც არ იცოდა, რომ ეს ქალბატონი ორსულად იყო, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ჩემს შესახებ, კაცი იყო შოკში მე რომ გამოვჩნდი, არ სჯეროდა, რომ მისი შვილი ვიყავი, იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის.

დედას შეხვედრა არ სურდა, მაგრამ მოუწია, რადგან ბავშვებმა სთხოვეს ძალიან და სხვა გზა აღარ დარჩა. თავისი სურვილით არ შევხვედრილვართ. რაც შეეხება იმას ვნანობ და განვიცდი თუ არა, რომ ასეთი სიტუაცია დამხვდა? არა! არავითარ შემთხვევაში არ ვნანობ, არც განვიცდი და ეს ჩემთვის მოულოდნელიც არ იყო… ჩემთვის მთავარი იყო დედის და მამის გვარის გაგება…

სხვა ადამიანის 40 წლის წინანდელი დანაშაულის ძიება და მისკენ ხელის გაშვერა არ ათავისუფლებს მშობელს დღევანდელი საქციელისგან, როდესაც დღეს, 40 წლის მერე შვილს ეუბნები, რომ მე ვლოცულობ, შენ ჩემი შვილი არ იყოო“ – ამბობს თამუნა მუსერიძე

Cesko