“თერაპიებიდან რამდენიმე თვეში გავიგე, რომ ფსიქოლოგი ორსულად იყო ჩემი მეუღლისაგან” – რას პასუხობს კიპურაძე კლინიკას

0
1008
21 Views

ფისო კიპურაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას იმ მხარდაჭერის გამოხატვისათვის, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ჩემს მიმართ იჩენდით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემთვის უცნობ ადამიანებს. სწორედ თქვენს მიმართ პასუხიმგებლობის გრძნობის გამო, ამ ქაოსში მომეცა ძალა ქვემოთ მოცემული ფაქტები გამეზიარებინა:

• ფაქტია, ჩემი და ჩემი ყოფილი მეუღლის ცოლქმრობის პერიოდში არსებული ოჯახური გამოწვევების მოგვარების მიზნით, მივმართეთ ერთ-ერთ ფსიქოლოგიურ ცენტრს, სადაც სამი მოქმედი ფსიქოლოგი იყო დასაქმებული, მათ შორის ა. ა.
• ფაქტია, მე და ჩემი მეუღლე, რამდენიმე თვის განმავლობაში, კლინიკაში ვესწრებოდით როგორც ერთად, ისე ინდივიდუალურად ჯგუფურ და ინდივიდულაურ თერაპიებს, მათ შორის ჰოლოტროპული სუნთქვის თერაპიას. ვისთვისაც არ არის ცნობილი, ჰოლოტროპური თერაპია მოიცავს სამდღიან, ინტენსიურ, დღეში 8-საათიან ჯგუფურ სეანსს, რომელსაც მე და ჩემი მეუღლე, როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე რამდენჯერზე დავესწარით. მინდა აღვნიშნო, რომ ჰოლოტროპულ სეანსებს, ფსიქოლოგის რანგში ესწრებოდა ა. ა.-ც. ბუნებრივია, რომ ნებისმიერ პაციენტს უნდა გააჩნდეს ნდობა იმ კლინიკის მიმართ, რომელსაც მიმართავს რთულ პერიოდში პროფესიული დახმარების მიღების მიზნით, სადაც ფსიქოლოგს გაუზიარებს ძალიან ინტიმურ დეტალებს და მისგან ფსიქოლოგიური რჩევისა და სწორი მიმართულების მიღების მოლოდინი ექნება. როგორც აღვნიშნე, კლინიკაში ჰოლოტროპულ თერაპიას ატარებდა ორი ფსიქოლოგი, მათ შორის ა. ა.-ც, რომელმაც დანამდვილებით და დეტალურად იცოდა ჩემი და ჩემი მეუღლის იქ ყოფნის მიზეზი და მიზანი.
• ფაქტია, ოფიციალური განქორწინება მოხდა თერაპიების შემდეგ, როდესაც თერაპიებიდან რამდენიმე თვეში მოულოდნელად გავიგე, რომ ა. ა. ორსულად იყო ჩემი (აწ უკვე ყოფილი) მეუღლისაგან, რის მერეც ჩემი ინიციატივით ოფიციალურად გავშორდი მას.
• ფაქტია, ა. ა. ამ შემთხვევის გამო 4 წლის წინ გაათავისუფლეს ზემოთ აღნიშნული ფსიქოლოგიური ცენტრიდან.
• იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი სამართლებრივი რეგულაცია და ფორმა, რითიც შეიძლება დაცული იყო ასეთი შემთხვევებისგან,
როგორც კი აღმოვაჩინე, რომ ფსიქოლოგი, რომელმაც დაარღვია პროფესიული ეთიკის ნორმა, ისევ მისდევდა პროფესიულ საქმიანობას, გადავწყვიტე სოციალურ ქსელით ჩემი სათქმელი მეთქვა.

გულდასაწყვეტია, რომ ტყუილით, სიტყვებზე და ტერმინებზე გამოკიდებით მნიშვნელოვანი ფაქტების გადაფარვის მცდელობებს ჰქონდა ადგილი. ვფიქრობ, ყველა ლეგიტიმურ და არალეგიტიმურ შეკითხვას პასუხი გავეცი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მომხდარ ფაქტებზე არის დაფუძნებული.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ამ ყველაფერს ვწერ დღეს იმიტომ, რომ არაეთიკურ და არაპროფესიონალ ადამიანებს აღარ მიეცეთ საშუალება მათ მიმართ რიგითი ადამიანების მიერ ნდობა ბოროტად გამოიყენონ. ამით მე ვასრულებ ჩემი ისტორიის ყოველგვარ განხილვას ნებისმიერ საჯარო პლატფორმაზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ იურიდიულ ფირმას BGI Legal, რომელიც ჩემს ინტერესებს იცავს.

Mental Hub • მენტალ ჰაბი”

Cesko