370 Views
საქართველო-უკრაინის მატჩამდე ცოტა დრო რჩება – ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან და მორიგი გამარჯვებისთვის ემზადებიან.
გთავაზობთ, ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზს:
„ვარსკვლავები ჩვენს მხარეს არიან, მთავარია, ბიჭები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მოემზადონ და ყველაფერი კარგად იქნება. იმედია, მოგილოცავთ კიდევ ერთ გამარჯვებას,“ – თქვა ასტროლოგმა.
უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის ყურება გულშემატკივრებს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კვლავ დიდ ეკრანზე შეეძლებათ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა 11 ოქტომბერს, ქალაქ პოზნანში, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.