132 Views
ცოტა ხნის წინ კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ბექა ჯაიანს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება მიუთითებს, რომ მას აბრამიძის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა. ბექა ჯაიანმა დანაშაული აღიარა.
საზარელი მკვლელობიდან რამდენიმე წუთში კესარია აბრამიძის ცხედარი მისსავე სახლში მეზობელმა აღმოაჩინა. “რეზონანსმა” მოიპოვა ფოტო, რომელიც დანაშაულის ჩადენიდან მალევე არის გადაღებული.